„საქსტატი“ – 2024 წლის იანვარ-მარტში, 2 314.6 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე 2 492 ნებართვა გაიცა – ნებართვების 74.3% თბილისზე, ქვემო ქართლზე, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებზე მოდის

„საქსტატის“ ინფორმაციით, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-მარტში გაცემულია 2 492 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.5 პროცენტით მეტი) 2 314.6 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 37.0 პროცენტით მეტი).
სტატისტიკის თანახმადვე, ნებართვების 74.3 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48.0 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 10.8 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე, 7.9 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 7.6 პროცენტი – კახეთის რეგიონზე.
„აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. 2024 წლის იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 805.1 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 49.2 პროცენტით მეტი) 841 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.1 პროცენტით მეტი). ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 39.0 პროცენტი მოდის თბილისზე, 14.6 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.7 პროცენტი – კახეთის რეგიონზე და 9.3 პროცენტი – იმერეთის რეგიონზე“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)