„საქსტატი“ – 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 319.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 319.4 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.8%-ით ნაკლებია, აქედან ექსპორტი 2 847.6 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (შემცირდა 6.7%-ით), ხოლო იმპორტი 7 471.8 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 0.2%-ით).
„სტატისტიკის“ თანახმადვე, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარ-ივნისში, 4 624.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44.8%-ია.
„2024 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.5% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: (453.4 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (354.3 მლნ. აშშ დოლარი) და (340.1 მლნ. აშშ დოლარი).
2024 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.4% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 529.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 197.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (855.0 მლნ. აშშ დოლარი).
2024 წლის იანვარ-ივნისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 933.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 32.8%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 156.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.5%), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 143.0 მლნ. აშშ დოლარით (5.0%).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2024 წლის იანვარ-ივნისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 246.9 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 16.7 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 631.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.5%), ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები დაფასოებული 318.8 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.3 %)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.