„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში საქართველოში 123 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 17.1 პროცენტი მდებარეობს კახეთის რეგიონში, 17.1 პროცენტი ქვემო ქართლის რეგიონში, 14.6 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 13.0 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 12.2 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ხოლო 26.0 პროცენტი – სხვა რეგიონებშია განთავსებული.
სტატისტიკის თანახმადვე, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2023 წლის III კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 120.3 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 36.7 პროცენტი – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 52.8 პროცენტი – ღორი, ხოლო 9.3 პროცენტი ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 1.1 პროცენტს შეადგენს. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 014.7 ათასი ერთეულით განისაზღვრა.
„სასაკლაოების მიერ 2023 წლის III კვარტალში 14.9 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 32.8 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 37.8 პროცენტი – ფრინველის ხორცზე, 28.0 პროცენტი – ღორის ხორცზე, 1.4 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.
საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 10.3 ათას პირს, საიდანაც 45.1 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 091 კაცი შეადგინა.
ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 34.1 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 13.8 ლარი, ხოლო ღორის დაკვლის საფასური – 29.0 ლარი. 2023 წლის III კვარტალში საქართველოში 278 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც (59.0 პროცენტი) შიდა ქართლის რეგიონშია განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია კახეთის რეგიონში (13.7 პროცენტი), ქ. თბილისში (9.4 პროცენტი), სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (4.7 პროცენტი), იმერეთის რეგიონში (4.0 პროცენტი), ქვემო ქართლის რეგიონში (3.6 პროცენტი), აჭარის ა.რ.-ში (2.9 პროცენტი), მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (1.4 პროცენტი), გურიის რეგიონში (0.7 პროცენტი) და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (0.7 პროცენტი): 2023 წლის III კვარტალში მომსახურება გაეწია 379 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით – 1 018 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1 623 კაცით განისაზღვრა.
2023 წლის III კვარტლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 83.3 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 48.2 პროცენტი – ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 18.6 პროცენტი – ხილი და ბოსტნეული, 15.9 პროცენტი – ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით, ქათმის ხორცის გარდა), 7.5 პროცენტი – თევზეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.
2023 წლის III კვარტალში სამაცივრე მეურნეობებში შენახული პროდუქციის მთლიანი მოცულობიდან 16.0 პროცენტს – საკუთარი წარმოების, 19.6 პროცენტს – შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული, ხოლო 64.5 პროცენტს მომსახურების სახით შენახული პროდუქციის მოცულობა შეადგენდა. ამავე პერიოდში, მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა 7.3 მლნ. ლარი შეადგინა.
2023 წლის III კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 124.9 მლნ. ლარის ღირებულების (23.1 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც, ღირებულებით გამოსახულებაში, იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 25.3 პროცენტი, საკუთარი წარმოების პროდუქციამ – 29.6 პროცენტი, ხოლო შესყიდულმა (ადგილობრივი) პროდუქციამ – 45.2 პროცენტი. ამასთან, საანგარიშო პერიოდში, სამაცივრეების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის მთლიანი მოცულობის 54.1 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე. ამავე პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდული იმპორტირებული პროდუქციის მთლიან ღირებულებაში მნიშვნელოვანი წილი ქათმის ხორცზე (გაყინულის ჩათვლით) (32.0 პროცენტი), პირუტყვის ხორცსა და ხორცპროდუქტებზე (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (46.8 პროცენტი) და თევზეულზე (5.6 პროცენტი) მოდის.
საანგარიშო პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ საზღვარგარეთის ქვეყნებში გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 8.3 მლნ. ლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდში გაყიდული პროდუქციის მთლიანი ღირებულების 6.7 პროცენტს შეადგენს. ძირითადად რეალიზებულია ქათმის ხორცი, თევზეული, ხილი და ბოსტნეული.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) ივლისში შეადგენდა 51.2 პროცენტს, აგვისტოში – 55.4 პროცენტს, ხოლო სექტემბერში – 49.0 პროცენტს.
2023 წლის III კვარტალში საქართველოში 36 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც კახეთის (25.0 პროცენტი) და ქვემო ქართლის (25.0 პროცენტი) რეგიონებში იყო განთავსებული. ელევატორების 11.1 პროცენტი ფუნქციონირებს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 11.1 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 11.1 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 8.3 პროცენტი ქ. თბილისში, 5.6 პროცენტი – გურიის რეგიონში და 2.8 პროცენტი – აჭარის ა.რ.-ში.
2023 წლის III კვარტლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 12 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 75 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 418 კაცით განისაზღვრა.
2023 წლის III კვარტალში, ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 103.2 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 58.9 პროცენტს წარმოადგენდა ხორბალი. საანგარიშო პერიოდში, ელევატორებში განთავსებული პროდუქციის მთლიანი მოცულობის 74,2 პროცენტს ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული პროდუქცია შეადგენდა. 2023 წლის III კვარტალში, ელევატორების მიერ გაყიდულია 56.8 მლნ. ლარის ღირებულების 66.2 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 51.0 პროცენტი იყო საკუთარი წარმოების. ელევატორების მიერ საკუთარი წარმოების პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის 86.0 პროცენტი. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) ივლისში შეადგენდა 49.5 პროცენტს, აგვისტოში – 45.7 პროცენტს, ხოლო სექტემბერში – 47.6 პროცენტს“,- ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.