2023 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 6 090.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 9.1 პროცენტით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.8 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 24.4 პროცენტით შემცირდა და 2 791.5 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
„2023 წელს ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 73.1 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესია საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (541.7 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (343.8 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (270.0 მლნ. აშშ დოლარი).
2023 წელს ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 474.2 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 17.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 257.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 9.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 180.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.5 პროცენტი)“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.