„საქსტატი“ – სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 4.3%-ით შემცირდა

სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 4.3 პროცენტით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 11.3 პროცენტიანი კლებით, რამაც შესაბამისად, -5.93 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
„წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი შემცირდა 8.0 პროცენტით. ინდექსის კლება, ძირითადად, გამოწვეული იყო მრავალწლოვანი კულტურების ღირებულების 11.7 პროცენტიანი კლებით, რაც -5.06 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ერთწლოვანი კულტურების ღირებულება 9.5 პროცენტით შემცირდა, ხოლო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულება 2.6 პროცენტით, რამაც, შესაბამისად, -1.72 და -1.24 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ფარჯიანი: პუტინის პრობლემა არაა იმდენად საკუთარი მოსახლეობა, რამდენადაც საკუთარი ჯარი. მილიონამდე მკვლელი, რომელიც უკან დაუბრუნდება “დედა რუსეთს”. ავღანეთის და ჩეჩნეთის ვეტერანები ძლივს გადახარშეს და ახლა უკრაინის ვეტერანები უნდათ?!