საქსტატი: მარტში ეკონომიკა 9%-ით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 9%-ით გაიზარდა, ხოლო I კვარტლის საშუალო რეალური ზრდა 9.3% იყო.
მარტში ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა:
· ინფორმაცია და კომუნიკაცია,
· პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობები,
· საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები,
· ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში.
საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე. იმ სფეროებში (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა), სადაც ყოველთვიური მონაცემები არ მოიპოვება, შეფასება კეთდება წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით.