„საქსტატი“ – იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.8%-ით მეტია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 934.0 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.8 %-ით მეტია.
როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვის წილიდან ექსპორტი 3 234.7 მლნ. დოლარს შეადგენს (გაიზარდა 13.7 %-ით), ხოლო იმპორტი 8 699.3 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 12.4 %-ით ).
მათივე ინფორმაციით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარ-ივნისში, 5 464.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.8 %-ია.
„2025 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: (681.3 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (414.0 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (341.8 მლნ. აშშ დოლარი). 2025 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 71.7 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 294.8 მლნ. აშშ დოლარი), აშშ (1 283.2 მლნ. აშშ დოლარი) და (950.5 მლნ. აშშ დოლარი). 2025 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.3 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 464.6 მლნ. აშშ დოლარი), აშშ (1 324.6 მლნ. აშშ დოლარი) და (1 282.9 მლნ. აშშ დოლარი). 2025 წლის იანვარ-ივნისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 1 217.1 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 37.6 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 174.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.4 პროცენტი), ხოლო სპირტიანი სასმელები მესამე ადგილზეა 123.2 მლნ. აშშ დოლარით (3.8 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარ-ივნისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 662.6 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 19.1 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 601.9 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.9 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა (სურათები, ნახატები და პასტელების (ხელით შესრულებული) 481.2 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5.5 პროცენტი)”- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

მეუფე შიო – ყველანაირად ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა