საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14 153.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10.3 %-ით მეტია.
როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვის საერთო წილიდან ექსპორტი 3 843.8 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 8.9 %-ით), ხოლო იმპორტი 10 310.1 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 10.8 %-ით).
მათივე ინფორმაციით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-ივლისში 6 466.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.7 %-ია.
