„საქსტატი“ – იანვარ-თებერვალში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 941.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 5%-ით ნაკლებია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ – თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 941.5 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 5.0 პროცენტით ნაკლებია.
როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საგარეო სავაჭრო ბრუნვიდან ექსპორტი 803.2 მლნ. აშშ დოლარი იყო (შემცირდა 12.2 პროცენტით), ხოლო იმპორტი 2 138.2 მლნ. აშშ დოლარი (შემცირდა 2.0 პროცენტით).
„უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-თებერვალში 1 335.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.4 პროცენტია”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ