„საქსტატი“ – იანვარ-აგვისტოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 16 252.0 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.8%-ით მეტია

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 16 252.0 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.8 პროცენტით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, აქედან, ექსპორტი 4 448.0 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 6.7 პროცენტით), ხოლო იმპორტი 11 804.0 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 9.7 პროცენტით).
„უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-აგვისტოში 7 356.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.3 პროცენტია. საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 სექტემბერს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)