„საქსტატი“ – გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2024 წელს საწარმოთა 95.2 პროცენტს ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2024 წელს საწარმოთა 95.2 პროცენტს ჰქონდა წვდომა ინტერნეტთან. ამასთან, საწარმოთა 73.3 პროცენტი ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად იყენებდა ფიქსირებული კავშირის ისეთ საშუალებებს, როგორიცაა ოპტიკურ-ბოჭკოვანი (FTTH), საკაბელო ტექნოლოგიები, DSL კავშირი (ADSL, SDSL, VDSL) და ა.შ.
როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2024 წელს საწარმოებში დასაქმებულთა 26.8 პროცენტი იყენებდა საწარმოს კუთვნილ პორტატიულ კომპიუტერს ან სმარტფონს, რომელიც უზრუნველყოფდა ინტერნეტთან კავშირს (მხოლოდ საწარმოს მიზნებისთვის), ხოლო იმ საწარმოთა პროცენტული წილი, რომლებიც იყენებდნენ ვებგვერდს ან ვებსაიტს, განისაზღვრა 13.9 პროცენტით.
„საწარმოები ძირითადად იყენებდნენ სოციალური მედიის ისეთ სახეებს, როგორიცაა სოციალური ქსელი (Facebook, Linkedin და ა.შ.) – 28.8 პროცენტი, ხოლო საწარმოთა 70.7 პროცენტი საერთოდ არ იყენებდა სოციალური მედიის საშუალებებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – ალეკო ელისაშვილი კი არა, დიმიტრი გელოვანი ვერ შეცვლის ამომრჩეველთა განწყობას, რომ 4 ოქტომბრის არჩევნები რუსული სპეცოპერაციაა და ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის მიცემას ემსახურება

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის პროკურორი – იმის თქმა, რომ მტკიცებულება საქმეში არ არის, დაუსაბუთებელი პოზიციაა – ყველა საგამოძიებო ვერსია შემოწმდება, მათ შორის ჯუანშერ ბურჭულაძის ქმედებებიც იქნება შეფასებული