საქსტატის მონაცემებით, კაცების ხელფასი ყველა სექტორში ქალების ხელფასს აღემატება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატება ქალების ხელფასს.
კერძოდ, საქსტატის ცნობით, გენდერული სხვაობები ხელფასებში ასე გამოიყურება: 2024 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 778.5 ლარით, ხოლო კაცების – 2 653.8 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 171.2 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 189.9 ლარი (7.7%).

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი