„საქპატენტის“ თავმჯდომარე ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) აღმასრულებელ დირექტორს ჟოაო ნეგრაოს შეხვდა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ჟენევაში WIPO-ს რიგით 65-ე ასამბლეის ფარგლებში, ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) აღმასრულებელ დირექტორს ჟოაო ნეგრაოს და EUIPO-ს ინსტიტუციური და თანამშრომლობის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება ინტელექტუალური საკუთრების დარგში ევროკავშირის ახალი რეგიონული პროექტის „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების გაძლიერება საქართველოში, მოლდოვასა და ში“ (EU4IP) მნიშვნელობაზე გაამახვილეს. აღნიშნული პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების რეგისტრაციის, დაცვისა და აღსრულების ეფექტიანი მექანიზმების დანერგვას, ასევე, ინტელექტუალური საკუთრების, როგორც ფუნდამენტური ინსტრუმენტის გამოყენებას ინოვაციებისათვის, შემოქმედებითი საქმიანობისა და თავისუფალი კონკურენციისათვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველსაყოფად.
„საქპატენტის“ თავმჯდომარის თქმით, პროექტის ფარგლებში, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სისტემის ეფექტიანობის გაზრდისა და საქმისწარმოების პროცესში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვის მიზნით, „საქპატენტი“ ინტელექტუალური საკუთრების სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესებაზე იზრუნებს, უზრუნველყოფს ინტელექტუალური საკუთრების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და შეიმუშავებს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ე.წ. სექტორულ სტრატეგიას.
მათივე ცნობით, EU4IP-ს პროექტს წინ ევროკავშირი-საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ერთობლივი სამწლიანი პროექტი (EUGIPP) უძღოდა, რომლის ფარგლებში მიღწეული შედეგების საფუძველზეც, ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების (EUIPO) ინიციატივით გადაწყდა ახალი პროექტის დაწყება საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ჩართულობით. აღნიშნული პროექტი საქართველოსა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს, ევროკავშირში გაწევრიანებასა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ქსელთან (EUIPN) მიერთებაში დაეხმარება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – 2012 წლამდე, გლეხებს, ფერმერებს უწევდათ ვენახების ჩანაცვლება სხვა კულტურებით, რადგან მევენახეობა არ იყო მომგებიანი, დღეს 70 %-ით გაიზარდა ვენახების ფართობი ქვეყნის მასშტაბით