,,საქოცეთში დიდი ამბები იგეგმება” – რას წერს ირაკლი შაიშმელაშვილი

გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,საქოცეთში დიდი ამბები იგეგმება: მოქმედი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი – გადაჰყავთ საგარეო საქმეთა მინისტრად, სადაც მისი ამოცანა ვაშინგტონთან ურთიერთობების დალაგება იქნება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, გურამ ზესაშვილი (გეკას რეკომენდაციით), ინიშნება თავდაცვის მინისტრად. აქ კიდევ უფრო დიდი სტრატეგია აქვთ გათვლილი (კლიმენტი ვოროშილოვის მიხედვით), თუ -ს თანამშრომლები უარს იტყვიან მოქალაქეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე, გეგმავენ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და პროცესებში თავდაცვის ძალების ჩართვას” | წერს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი სოციალურ ქსელში

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც თანაცხოვრების პერიოდში უკანონოდ მოიპოვა და შეინახა მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, რომელიც შემდეგ სოციალური ქსელით სხვა პირს გაუგზავნა

თაზო დათუნაშვილი – საზოგადოებისთვის ახალაიას იმდენი აქვს დაშავებული, რომ ეს შემდგარი მონსტრის პროფილია და მისი მორგება შეიძლება ბევრ რამეზე, მათ შორის, ამ გადატრიალების მცდელობაზე თუ 4 ოქტომბრის უაზრო ავანტიურაზე, მაგრამ მტკიცებულებები სუსტია