აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოს 10%-იანი ტარიფები დაუწესა. უფრო კონკრეტულად, ამერიკის პრეზიდენტმა გუშინ თეთრი სახლიდან მსოფლიოს აცნობა, რომ აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ 10%-იან ტარიფს და ყველა იმპორტირებულ ავტომობილზე 25%-იან ტარიფს დააწესებს.
თუმცა, განახლებულ სატარიფო სიას თან ახლავს გამონაკლისების ჩამონათვალი, რაც უშუალოდ საქონლის მიხედვით განსხვავებულ სატარიფო პოლიტიკას განსაზღვრავს. აღსანიშნავია, რომ სიაშია ფეროშენადნობებიც, რაც აშშ-ში საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელია.
საგამონაკლისო პროდუქტები, რომლებსაც ტრამპის ახალი ტარიფები არ შეეხება:
1. ბუნებრივი მასალები და მადნები (0508 – 2617)
2. ნახშირი, ნავთობი და მისი წარმოებულები (2620 – 2716)
3. არაორგანული ქიმიკატები და ნაერთები (2801 – 2853)
4. ორგანული ქიმიკატები (2903 – 2933)
5. სამედიცინო პროდუქტები და ვაქცინები
6. ჰეტეროციკლური ნაერთები და სასუქები (2933 – 3105)
7. პიგმენტები, პოლიმერები და ხის პროდუქტები (3203 – 4412)
8. მეტალები და მათი შენადნობები (7106 – 8112)
9. ნახევარგამტარები და ბეჭდური მასალა (8541 – 8542, 4901 – 4911)
ვრცლად: bm.ge
