საქმიდან იკვეთება, რომ ბიზნესზე ზეწოლა და ამით ბიუჯეტის შევსება ზურაბ ადეიშვილის იდეა და “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური ხელწერა იყო

საქმიდან იკვეთება, რომ ბიზნესზე ზეწოლა და ამით ბიუჯეტის შევსება ზურაბ ადეიშვილის იდეა და “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური ხელწერა იყო
2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, დღეს ბესო ხარძიანის საქმის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთი გახმაურებული საქმეა და რთული მოსასმენია. ამ საქმიდან იკვეთება, რომ ბიზნესზე ზეწოლა და ამით ბიუჯეტის შევსება ზურაბ ადეიშვილის იდეა და “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური ხელწერა იყო,- წერს „ხალხის ძალის“ წევრი, , სოციალურ ქსელში.
მეგრელიშვილის განცხადებით, ყველამ უნდა გაიგოს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ხალხს ქუჩაში, ციხეში, აწამებდა და კლავდა. „ 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, დღეს ბესო ხარძიანის საქმის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთი გახმაურებული საქმეა და რთული მოსასმენია.
ამ საქმიდან იკვეთება, რომ ბიზნესზე ზეწოლა და ამით ბიუჯეტის შევსება ზურაბ ადეიშვილის იდეა და “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური ხელწერა იყო. საქმიდან იკვეთება რომ ზურაბ ადეიშვილი პირადად ესწრებოდა შეხვედრას, როდესაც ბიზნესმენ ბესო ხარძიანს კონკრეტული ქონების დათმობასთან დაკავშირებით ულტიმატუმი წაუყენეს. ბესო ხარძიანის ციხეში მოთავსების შემდეგ კი ალექსანდრე მუხაძემ რომელიც გიორგი უდესიანის დავალებით მოქმედებდა ვიქტორ ყაჭეიშვილს დაავალა, რომ ორი სხვადასხვა კამერიდან გამოეყვანათ თითო პატიმარი და მათ ბესო ხარძიანი ეწამებინათ, თუ ისინი ამ დავალებას არ შეასრულებდნენ მათ ემუქრებოდნენ გაუპატიურებით.
ბესო ხარძიანზე ხდებოდა ზეწოლა, საკანში შესვლა, თავში ჩარტყმა, კარანტინში ორი კვირით დაყოვნება და სხვა. მძიმე იყო მისი მდგომარეობა ციხეში სადაც ის ყოველგვარი კანონდარღვევით მოათავსეს. 2015 წლის 28 მარტს ბესიკ ხარძიანს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ჩაუსაფრდნენ და სადარბაზოში მაყუჩიანი იარაღიდან გასროლით, ზურგში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. ბესიკ ხარძიანი კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში დაიღუპა. 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიასთან ერთად მთელი საქართველო მოისმენს ამ და სხვა პირთა მძიმე ამბავს რომლებსაც ს რეჟიმის დროს ქონება წაართვეს და ზოგი ციხეში წამებითა და ზოგიც შეკვეთილი მკვლელობით მოიშორეს. ყველამ უნდა გაიგოს რომ “ნაციონალური მოძრაობა” ხალხს ქუჩაში, ციხეში, აწამებდა და კლავდა,“- წერს მეგრელიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

[საგამოძიებო] კომისიის გაშავების მიზნით საუბარი იმაზე, რომ ის ახდენს ქვეყნის დადანაშაულებას ომის დაწყებაში და არა მაშინდელი მთავრობის ბრძანების გამცემი მაღალჩინოსნების და მათი დანაშაულებრივი ქმედებების გამოკვლევას, არის აბსურდი და მიზანმიმართული სიცრუე