საქმიანობები, სადაც სამუშაოს ხანგრძლივობა ყველაზე მეტად გაიზარდა

გასული წლის მეოთხე კვარტალში საქმიანობების მიხედვით, ყველაზე მეტად ნამუშევარი საათების რაოდენობა გაზრდილია სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების დარგში.
უფრო კონკრეტულად, სამუშაოს ხანგრძლივობის ზრდა სხვადასხვა დარგების მიხედვით ასეთია:
· საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი – 45%-ით;
· მრეწველობა — 26.4;
· მომსახურება — 24.6%;
· მშენებლობა — 10%.
კონკრეტული საქმიანობების მიხედვით კი ყველაზე მეტად ნამუშევარი საათები გაზრდილია სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების დარგში.
სამუშაოს ხანგრძლივობის ზრდა კონკრეტული ქვეჯგუფების მიხედვით ასეთია:
· სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 105%-ით;
· ინფორმაცია და კომუნიკაცია — 82.8%;
· საცალო ვაჭრობა, ავტომობილებით და მოტოციკლებით ვაჭრობის გარდა — 51.7%.