საქმე ძალიან საეჭვო კორიფციულ გარიგებაშია – ლევან ნიკოლეიშვილი მამუკა ხაზარაძეზე

ვის, ვის და ხაზარაძეს, ასეთ გამოცდილ ბანკირს, გამორჩა გადასახადი, დაავიწყდა კონტრაქტი, თან თუ საქმე ბინას,სახლს და რაიმე ფულს შეეხებოდა, დაუჯერებელიცაა და გამორიცხულიც, – ასე ეხმიანება „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი „ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერ, მამუკა ხაზარაძის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას. ნიკოლეიშვილის თქმით, საქმე ეხება საეჭვო კორუფციულ გარიგებას გერმანიის ელჩ, პეტერ ფიშერსა და მამუკა ხაზარაძეს შორის.
„ხაზარაძესა და გერმანიის ელჩს შორის, რომ ბინძური გარიგებაა, საფუძველიანი ეჭვი ნამდვილად არსებობს. მას მერე, რაც საგადსახადომ დაიწყო შემოწმება, ხაზარაძემ არიქა და ეს როგორ დამავიწდაო და სასწრაფოდ გადაიხადა დავალიანება. გუშინვე მის მეუღლე მიმართავს საჯარო რეესტრს და კონტრაქტის რეგისტრაციის მოთხოვნით, ე.ი. მანამდე ხელშეკრულება არ არსებობდა. ვის ვის და ხაზარაძეს ასეთ გამოცდილ ბანკირს, გამორჩა გადასახადი, დაავიწყდა კონტრაქტი, თან თუ საქმე ბინას,სახლს და რაიმე ფულს შეეხებოდა, დაუჯერებელიცაა და გამორიცხულიც. საქმე ძალიან საეჭვო კორიფციულ გარიგებაშია, პოლიტიკური დივიდენდებისა და მხარდაჭერის სანაცვლოდ გერმანიის ელჩი ფიშერი სამარცხვინოდ და თავხედურად უფასოდ ცხოვრობდა ოპოზიციონერი „პოლიტიკოსის“ სახლში. ხაზარაძიდან ფინანსური მაქინაციები არავის უკვირს, მაგრამ ელჩის ამ საქციელს როგორ გაამართლებს და შეაფასებს თავად გერმანიის მთავრობა, ნამდვილად საინტერესო მოსასმენი იქნება“,-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში