საქმე სერიოზულადაა – “ლივერპული” მამარდაშვილის ტრანსფერზე “ვალენსიასთან” მოლაპარაკებას იწყებს

RELEVO იტყობინება, რომ “ლივერპული” ვალენსიას მეკარით, გიორგი მამარდაშვილით დაინტერესდა და მზადაა მის შესაძენად კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.
კერძოდ: “ლივერპული” მამარდაშვილის შესაძენად 30 მილიონ ევროზე მეტის გადახდის მზდყოფნას გამოთქვამს და კლუბებს შორის მოლაპარაკებები ამ კვირაშია დაგეგმილი.
აქ ერთი ნიუანსიცაა – ალისონ ბეკერი გუნდის დატოვებას მინიმუმ ერთი წელი არ აპირებს, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ქართველის ფასი ყოველი მატჩის შემდეგ იზრდება, მისი ხელიდან გაშვება არ უნდათ და გამოსავალი იპოვნეს.
გიორგის არ სურს ისეთ კლუბში გადასვლა, სადაც სასტარტოში არ იქნება, ამიტომ “ლივერპული” მის შეძენას და
იჯარით “ბორნმუთში” გაშვებას გეგმავს, სადაც პრემიერლიგაში ადაპტირებას შეძლებს. აღნიშნულია, რომ თავის მხრივ “ბორნმუთი” მამარდაშვილთან სრულფასოვანი ხელშეკრულების გაფორმებას შეეცდება.