“ქართული ოცნების” დეპუტატი და “დუგლაძეების ღვინის” დამფუძნებელი ზაალ დუგლაძე აცხადებს, რომ კომპანიის ექსპორტში რუსეთის წილი დაახლოებით 50%-ია. მისი თქმით, რუსეთი ლოგისტიკურად მიმზიდველი ქვეყანაა.
“დაახლოებით 50%-ია [რუსეთის წილი], +/-2-3%. დანარჩენი ევროპაში, აზიაში, ამერიკაში გადის. ახლოს არის, მეზობელი ქვეყანაა და ლოგისტიკა მარტივია. რაც მსოფლიოში სიტუაცია დაიძაბა, ზოგიერთ აზიურ ქვეყანასა და სხვაგან, კონტეინერის ჩასვლას 4-5 თვე სჭირდება. წარმოგიდგენია, ლოგისტიკურად როგორი რთულია დაალაგო? ამიტომ არის მიმზიდველი [რუსეთი]”, – აცხადებს ზაალ დუგლაძე.
BMG-ის კითხვაზე, ოკუპანტ ქვეყანაზე ასეთ დამოკიდებულებაში, საფრთხეს ხედავს თუ არა, ის პასუხობს:
“საქმე რაშია იცით?! საფრთხის შემცველი ყველაფერია. ქუჩაში რომ გავდივართ, შეიძლება, რაღაც ჩამოვარდეს ზემოდან”.
