“საქმე ეხება შრომით დისკრიმინაციას” – ომბუდსმენი “ევოლუშენ ჯორჯიას” გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი “ევოლუშენ ჯორჯიას” გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა – ომბუდსმენმა პროტესტის არდში მყოფ ახალგაზრდებთან მათი პრობლემებისა და კომპანიის უყურადღებობის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ მხარეებს შორის შეთანხმების მისაღწევად ქმედით ნაბიჯებს გადადგამს.
პროტესტის დაწყების პირველი დღიდან, საკუთარი ინიციატივით დავიწყეთ მათი საკითხის შესწავლა. რამდენიმე საჯარო განცხადებაც გამოვაქვეყნეთ, სადაც მოვუწოდეთ როგორც დამსაქმებელს, ისე შრომის ინსპექციას საკითხის მოგვარებისკენ. საქმე ეხება შრომით დისკრიმინაციას, პროტესტის ფორმის გამოხატვის შესაძლებლობას და ასე შემდეგ. განსაკუთრებით დისკრიმინაციის ნაწილში მალე მივიღებთ გადაწყვეტილებას. იცით, რომ უშუალო მედიაციას ვერ მოვახდენთ, ამის მანდატი არ გაგვაჩნია, მაგრამ ყველა ძალას ვიღონებთ, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეული იყოს. რა ინფორმაციაც გამიზიარეს, ისინი საუბრობენ ღირსების შემლახველ სამუშაო პირობებზე, დისკრიმინაციის სავარაუდო ფატებზე, ისეთი გარემოს შექმნაზეც საუბრობენ, სადაც თანამშრომლები შესაძლოა დაპირისპირებულები იყვნენ. ყველაფერს შესწავლა სჭირდება. ამის უფლებამოსილება გააჩნია შრომის ინსპექციას, ხოლო შესაძლო დისკრიმინაციაზე, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ”, – აღნიშნა იოსელიანმა.
Evolution Georgia-ს თანამშრომლები კომპანიას არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებენ. მათ უწყვეტი პროტესტი 12 ივლისიდან დაიწყეს და არ აპირებენ შეწყვეტას, მანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. გაფიცულები ითხოვენ ხელფასის 100%-იან ზრდას, ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას, სამედიცინო სივრცეს სამუშაო ტერიტორიაზე და სხვა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”