საქმე გვაქვს რუსული კანონმდებლობის სრულ ერთობლიობასთან, რომლის მიზანია, საქართველო ჩრდილოეთ მეზობლის ანარეკლად იქცეს – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, ს განცხადებით, ხელისუფლება ეტაპობრივად იღებს კანონებს, რომლებიც შინაარსითა და მიზნებით სრულად იმეორებს ს კანონმდებლობის მოდელს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
ზურაბიშვილის თქმით, საჯარო სამსახურის ახალი კანონი ამ პროცესის თვალსაჩინო მაგალითია – დოკუმენტი საჯარო მოხელეთა ტოტალურ პოლიტიზებას, აკადემიური და პროფესიული თავისუფლების შეზღუდვასა და განსხვავებული აზრის მქონე პირებზე ფინანსური ზეწოლის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
ზურაბიშვილის თქმით, მსგავსი კანონები „არ იწერება თბილისში“, არამედ წარმოადგენს რუსულ მოდელზე მორგებულ პოლიტიკურ სტრატეგიას, რომლის საბოლოო მიზანია საქართველოს სახელმწიფოებრივი სახის შეცვლა და ქვეყნის ჩრდილოელი მეზობლის სისტემურ ანარეკლად ქცევა.
ერთი კანონით როგორ მიაღწიო მრავალ შედეგს?! ამის მაგალითია საჯარო სამსახურის ახალი კანონი. ახალი კანონი აწესებს საჯარო მოხელის სრულ დაქვემდებარებას ბიუროკრატიულ იერარქიაზე, რაც ნიშნავს საჯარო სამსახურის ტოტალურ პოლიტიზებას. მეორეს მხრივ, კანონი აწესებს პედაგოგიური საქმიანობის შეზღუდვას მათთვის, ვინც პოლიტიკურ სანდო პირად არ მიიჩნევა ზემდგომი პირების თვალში. თავისუფალ თუ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებზე მეორე სამსახურის აკრძალვა ფინანსურ ახალ ზეწოლას გამოიწვევს. და ბოლოს, ასეთი შერჩევითი წესი აკადემიურ თავისუფლების კიდევ ერთ შეზღუდვას ემსახურება. ასეთ მავნებლურ კანონებს ერთი მეორეს მიყოლებით ორ-სამ დღეში რომ აინიცირებენ და ამტკიცებენ, ყოველგვარ დისკუსიის გარეშე, ხომ არ გგონიათ, რომელიმე იყოს თბილისში მოფიქრებული, ან თუნდაც დაწერილი? გადაწერილი კი ბატონო! ჩვენ დღეს საქმე გვაქვს არა ერთ კონკრეტულ რუსულ კანონთან, არამედ რუსულ კანონმდებლობის სრულ ერთობლიობასთან , რომლის მიზანია საქართველოს სახელმწიფოს ძირეულად სახე უცვალოს და ჩრდილოეთ მეზობლის ანარეკლად იქცეს“,-წერს სოციალურ ქსელში.