საქმეში პირადად პერესი ჩაერთო – რას გადაწყვეტს ვინისიუსი და დასჭირდება თუ არა “რეალს” ახალი ვინგერი

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “რეალს” გუნდის 25 წლის ვარსკვლავ ვინისიუსთან კონტრაქტის გახანგლძრივება სურს და საქმეში პირადად გუნდის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ჩაერთო.
მადრიდელთა ბოსის სურვილია, რომ ბრაზილიელი “ბლანკოსის” მაისურით დიდი ხნის განმავლობაში იხილოს და ახალ შრომით ხელშეკრულებას სთავაზობს, თუმცა საბოლოო სიტყვა ვინიზე იქნება, რადგან საუდის არაბეთიდან ძალიან მომხიბვლელი წინადადებები აქვს.
ბრაზილიელს “რეალთან” კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულში ეწურება და თუ მან ახალ კონტრაქტზე უარი განაცხადა, არაა გამორიცხული ამ ზაფხულსავე სარფიანად გაყიდონ და მაშინ “ბლანკოსი” ახალი ვინგერის დამატების საჭიროების წინაშე აღმოჩნდება.