საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ფოტო – რადიო თავისუფლება
სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირის აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგაშვილმა გამოაცხადა.
მოსამართლემ პროცესზე ადვოკატების განცხადებების საპასუხოდ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები ციხეში ვერ მკურნალობენ განაცხადა – “ექსპერტიზის დასკვნები მოგეტანათ რომ ციხეში ვერ მკურნალობდნენ”.
ცნობისთვის, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული: ვლადიმერ გველესიანის, სერგო მეგრელიშვილის, ზურაბ ჭავჭანიძის, გიორგი რურუას, ამირან დოლიშვილის, ანტონ ვარდანიძის, გიორგი ქორქიას, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილის, ლაშა ივანაძის, ლევან ჯიქიას, სულხან ტუღუშის, ხვიჩა გოგოხიას და რამაზ მამულაძის წინასასამართლო სხდომა გაიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?