„საქკაბელის“ ციფრული ტრანსფორმაცია: ERP სისტემის დანერგვა BDO Digital-თან ერთად

თანამედროვე საწარმოებისთვის ციფრული ტრანსფორმაცია გადამწყვეტ როლს ასრულებს ბიზნეს პროცესების ეფექტურ მართვაში. სწორედ ამიტომ, საქართველოში უმსხვილესმა კაბელების და ელექტროფიკაციის პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია “საქკაბელმა” BDO Digital-თან თანამშრომლობით, ERP (Enterprise Resource Planning) სისტემის დანერგვა გადაწყვიტა. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავდა ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციას, ოპერაციული ეფექტურობის გაუმჯობესებას და რესურსების მართვის გამარტივებას.
“საქკაბელის” შესახებ
“საქკაბელი” საქართველოში მოღვაწე ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც1958 წლიდან ოპერირებს და საკაბელო პროდუქციის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია. “საქკაბელი“ ქვეყნის მასშტაბით რვა შოურუმს, სამ სასაწყობე სივრცეს, სადილერო და სადისტრიბუციო ქსელებს აერთიანებს. კომპანიის პროდუქცია როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ – მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც აქტიურად გამოიყენება.
“საქკაბელის”საოპერაციოსაქმიანობააერთიანებსროგორცპროდუქციისწარმოებასსპეციფიურიდასტანდარტულიპროექტებისთვის, ასევესაცალოდასაბითუმოგაყიდვებსდადისტრიბუციას. კომპლექსურისაოპერაციონაწილისეფექტურადმართვისთვისკომპანიაშიდასაქმებულია 300-მდეთანამშრომელი, რომელთაცსპეციალიზებულიფუნქციებიაქვთ.
მთავარი გამოწვევები
ERP სისტემის დანერგვამდე, “საქკაბელი” გარკვეულ გამოწვევებს აწყდებოდა: სხვადასხვა დეპარტამენტი განსხვავებულ სააღრიცხვო სისტემას იყენებდა, რის გამოც სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად მენეჯერებს სხვადასხვა სოფტის გამოყენება უწევდათ, რაც დიდ დროით რესურსს მოითხოვდა და გადაწყვეტილების მიღების პროცესს ახანგრძლივებდა.
ERP სისტემის დანერგვის პროცესი BDO Digital-ისა და ,„საქკაბელის“ საპროექტო გუნდების ერთობლივი ძალისხმევით, კომპანიის ყველა განყოფილება უპრეცენდენტოდ მოკლე დროში, 3 თვეში, ჩაერთო ERP სისტემაში. დანერგვის პროცესი რამდენიმე ძირითად ეტაპს მოიცავდა, მათ შორის პროცესების ანალიზს, კომპანიის სააღრიცხვო მოდელის ფორმირებას, სისტემის მოდიფიცირებას კომპანიის პროცესების შესაბამისად და მომხმარებლების დატრენინგებას.
პროექტის სირთულე პროცესების კომპლექსურობასა და კომპანიის მასშტაბში მდგომარეობდა. პროექტის ფარგლებში განხორციელდა end-to-end პროცესის სრული ავტომატიზაცია, რომელიც იწყება კლიენტის შეკვეთის მიღებიდან და მოიცავს წარმოების, კლიენტამდე მიწოდებისა და საბოლოო ანგარიშსწორების პროცესებს. შედეგად პროცესი გახდა უფრო გამჭვირვალე და გაიზარდა საოპერაციო ეფექტურობა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა ინტეგრაცია საწარმოო ოპერაციების მართვის არსებულ სისტემასთან. ვინაიდან ამ ორ სისტემას შორის საჭირო იყო ონლაინ რეჟიმში მუდმივი კომუნიკაცია, უმნიშვნელოვანესი იყო სწორი არქიტექტურული გადაწყვეტილებები და შემდეგ მისი ხარისხიანი განხორციელება. რასაც BDO Digital-ის გამოცდილმა გუნდმა წარმატებით გაართვა თავი.
ERP სისტემის დანერგვის შედეგები
ERP სისტემის დანერგვამ კომპანიის ოპერაციულ საქმიანობაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. პირველ რიგში მოხდა ბიზნეს პროცესსების ინტეგრაცია ერთ ცენტრალიზებულ სისტემასთან . მენეჯერებს მიეცათ შესაძლებლობა გაყიდვებთან, მარაგებთან და ფინანსურ ინტერაქციებთან დაკავშირებული ოპერაცები ემართათ ერთი უნივერსალური სოფტიდან. საწყობებსა და ქარხანაში არსებული ნაშთების მართვა უფრო ეფექტური გახდა, რამაც მნიშვნელოვნად დაზოგა თანამშრომელთა დროითი რესურსები. განხორციელდა კლიენტებთან ანგარიშსწორების პროცესების ავტომატიზაცია, რისი დახმარებითაც გამარტივდა დებიტორების მართვა – შესაძლებელი გახდა ყველა ფინანსური ტრანზაქცის ავტომატურად რეგისტრირება და რეპორტირება , რამაც ხელი შეუწყო ამოცანების ზუსტ და სწრაფ შესრულებას.
ERP სისტემამენეჯმენტსეფექტურიანალიტიკურიინსტრუმენტებითუზრუნველყოფს, რაციძლევადეტალურიანგარიშებისადაპროგნოზირების, ასევესწორიმენეჯერულიგადაწყვეტილებებისმიღებისსაშუალებას. კომპანიისფინანსურიგუნდიმუდმივადაკონტროლებსფულადნაკადებს, რაცმნიშვნელოვნად აუმჯობესებს ბიზნესის შედეგებს.
დასკვნა
BDO Digital-თან პარტნიორობით განხორციელებული ERP სისტემის დანერგვა “საქკაბელისთვის” ციფრული ტრანსფორმაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ბიზნესის მდგრადობასა და პროცესების უწყვეტობას უზრუნველყოფს. ინტეგრირებული მონაცემებისა და ავტომატიზებული პროცესების წყალობით, ბიზნესი შეძლებს უფრო სწრაფად ადაპტირდეს ბაზრის ცვლილებებთან და მიიღოს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები. ოპერაციული ეფექტურობის ზრდა და ხარჯების ოპტიმიზაცია კი ხელს შეუწყობს „საქკაბელის“ კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას. წარმატებული თანამშრომლობის აღნიშნული მაგალითი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები გადამწყვეტ როლს თამაშობს ბიზნესის წარმატებაში.
(R)