საქველმოქმედო ფონდი „სიცილის თერაპია“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ანდრო ჭიჭინაძეა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პარტნიორი გახდა

საქველმოქმედო ფონდი „სიცილის თერაპია“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ანდრო ჭიჭინაძეა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პარტნიორი გახდა.
ფონდის კიდევ ერთი დამფუძნებელი, ნინო ბოლქვაძე წერს:
„დღეს მაქვს პატივი წარმოვადგინო ჩვენი სიცილით თერაპიას გუნდი საერთაშორისო ტრიბუნაზე – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულ სამიტზე ერევანში თემაზე – Health and Resilience in the Eastern Partnership. ორმაგად მიხარია ჩვენი ფონდის საერთაშორისო აღიარება და წარმატება იმიტომ რომ ჩვენთან ერთან ანდროც არ ჩერდება და ყოველდღიურად ახალ-ახალ წარმატებულ ნაბიჯებს ვდგამთ”.
ფონდი „სიცილის თერაპია“ ანდრო ჭიჭინაძემ, ნინო ბოლქვაძემ და ნათელა ფოცხვერიამ 2022 წელს დააფუძნეს.
ფონდს ჰყავს ექიმი-ჯამბაზები და არტ-თერაპევტები, რომლებსაც სპეციალური სწავლება აქვთ გავლილი. ფონდ ეხმარება ონკოლოგიურ და პალიატიურ პაციენტ ბავშვებს ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაავადებასთან ბრძოლის დროს.
პედიატრმა პეჩ ადამსმა 1960-იან წლებში ჯამბაზის წითელი ცხვირი გაიკეთა და პაციენტებთან მუშაობა დაიწყო. ის ამტკიცებს, რომ სიცილი იმუნურ სისტემას აძლიერებს და ეხმარება სხეულს სხვადასხვა დაავადებასთან, კიბოს უჯრედებთან, ვირუსებთან, ბაქტერიებთან თუ სხვა ინფექციებთან ბრძოლაში. მას შემდეგ სიცილის თერაპიის მეთოდი მთელ მსოფლიოში გავრცელდა.