ერთწლიანი პაუზის შემდეგ, დინამო არენაზე დღეს სქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩი გაიმართება, სადაც ჯვაროსნები ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაში სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
ერევანში დამაჯერებელი, 3:0 გამარჯვების შემდეგ, მატჩი დღეს, 23 მარტს 18:00 საათზე გაიმართება. მთავარი მსაჯი ინგლისელი ენტონი ტეილორი იქნება, რომელიც სპორტის ქართველ ქომაგებს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის დაპირისპირებიდან გვახსოვს, რომელზეც კოვიდ პანდემიის და უმაყურებლოდ გამართული მატჩის დროს, ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მარცხი განვიცადეთ.
ახლა, საქართველოს ნაკრები სულ სხვა შემადგენლობით, გამოცდილებით და რამდენჯერმე გაზრდილი ღირებულებით იბრძოლებს B დივიზიონში დარჩენისთვის, სადაც 20 მარტის სომხეთში გამართული შეხვედრის შემდეგ, დიდი უპირატესობა აქვს.
ნაკრებების ფასი
სპორტული პორტალის Transfermarkt-ის მიხედვით სომხეთის ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი ღირებულება დაახლოებით 21 მილიონი ევროა.
რაც შეეხება “ჯვაროსნებს” ჩვენი ნაკრები ამჟამად 192 მილიონ ევრომდეა შეფასებული, რაც თითქმის ათჯერ აღემატება მეტოქის ღირებულებას.
საქართველოს ნაკრების ყველაზე ძვირად ღირებული 5 ფეხბურთელი:
· ხვიჩა კვარაცხელია – 85 მლნ ევრო
· გიორგი მამარდაშვილი – 40 მლნ ევრო
· გიორგი მიქაუტაძე – 18 მლნ ევრო
· ზურიკო დავითაშვილი – 8 მლნ ევრი
· საბა გოგლიჩიძე – 8 მლნ ევრო
სომხეთის ნაკრების ყველაზე ძვირად ღირებული 5 ფეხბურთელი:
· ნაირ ტიკნიზიანი – 6 მლნ ევრო
· ედგარ სევიკიანი – 2.5 მლნ ევრო
· ტიგრან ბარსეგიანი – 2 მლნ ევრო
· უგოჩუკვუ ივუ – 2 მლნ ევრო
· ვაჰან ბიჩახჩიანი – 1.2 მლნ ევრო
ცნობისთვის, საქართველოსა და სომხეთის ნაკრებები აქამდე ერთმანეთს რვაჯერ შეხვდნენ. ოთხჯერ საქართველომ მოიგო, ორი მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო ორჯერ სომხებმა გაიმარჯვეს. ამ მატჩებში საქართველოს ნაკრებმა 17 გოლი გაიტანა და 8 მიიღო.
წყარო: bm.ge