საქართველო VS თურქეთი – მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს საქართველოს ნაკრები თურქეთთან საშინაო დაპირისპირებით იწყებს – დღეს, 4 სექტემბერს, 20:00 საათზე. შეხვედრა პრინციპულია და ამავდროულად, ეს გუნდები მეორე ადგილისთვის თავდაუზოგავად იბრძოლებენ.
ვილი სანიოლის ბიჭებმა ბოლოს გასულ წელს, ჩეხეთში წააგეს. “ჯვაროსნებმა” ჯერ სომხეთის ნაკრები დამაჯერებლად (9:1 ორი მატჩის ჯამში) დაამარცხა, რასაც ამხანაგურ მატჩებში მოგება და ფრე მოჰყვა.
რაც შეეხება თურქეთის ნაკრებს, მშვენიერი შემადგენლობა ჰყავთ და კიდევ ერთ დიდ ტურნირებზე გასვლას ისინიც ესწრაფვიან. თუკი ქართველებმა “ერთა ლიგის” B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნეს, თურქები A ლიგაში დაწინაურდნენ.
თუკი მონტელას გიულერი, ილდიზი და ჩალხანოღლუ ჰყავს, ს სახით საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო დონის ფეხბურთელი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. ამას ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი, გიორგი მიქაუტაძე უნდა დავამატოთ და ის გუნდურობა, რამაც სანიოლის გუნდს წარმატება მოუტანა. ახლა ახალი მიზანია – მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში!
დებიუტანტმა საქართველომ და თურქეთმა ევრო 2024-ს დრამატული დაპირისპირება აჩუქეს, სადაც უამრავი საგოლე შანსის მიუხედავად, ქართველებმა ანგარიში ვერ გაათანაბრეს, შეხვედრის ბოლოს კი მოწინააღმდეგის საჯარიმოში ჩასული მეკარე მამარდაშვილი და მესამე გოლი საკუთარ კარში… მაშინ თურქებს ყველაფერი გამოსდიოდათ, ლამაზი გოლები გაუტანეს, მაგრამ სულ ასე ვერ გაგრძელდება.
კიტეიშვილისა და ჩაკვეტაძის არყოფნა სანიოლის გეგმებს შეცვლის, მაგრამ საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს ატარებს, “დინამო არენაზე” დიდებული აურა იქნება და დაძაბულ, საინტერესო და ლამაზი ეპიზოდებით დატვირთულ დაპირისპირებას ველით.
გამარჯვება, საქართველო!
· gel-100 იმედი მაქვს და მჯერა 4-სექტემბერი საქართველოს სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება და თითოეული ჩვენგანი ფეხბურთელები, კალათბურთელები თუ ქომაგები საკუთარ ჩვენ წილ დიდგორს დავდგავთ და მოვიგებთ ორივე თამაშს,,მე ჩემი წილი ომისთვის მზად ვარ უკვე ერთი კვირაა თურქების და ბოსნიელების გინებაში ვარ,,ეს ხუმრობით რა თქმა უნდა თუმცა მართლა მთელი გულით იქ ვარ სადაც ჩვენს ბიჭებს და ქვეყანას დაჭირდება
· Levani ისე ესპანეთი და იამალიც შორს არიან ფორმიდან და თუ ჩვენ თურქეთი აქედან 0ქულით გავუშვით ესპანეთს ქულებს დააკარგვინებენ.ყველანაერად შეიძლება მოვლენები განვითარდეს
· Levani მერე არ დაწეროთ-ეს თურქეთი შეფასებისთვის არ გამოდგებაო 🙂
· tngh ჩაკვეტაძე და კიტეიშვილი უდიდესი დანაკლისია ჩვენი ნაკრებისათვის… მათი სრულფასოვანი შეცვლა, თითქმის შეუძლებელია. ძნელი თამაშები გველის. მხილოდ სურვილი და მონდომება ფეხბურთს ვერ იგებს. ვიყოთ რეალისტები!!!
· tngh ჩაკვეტაძე და კიტეიშვილი უდიდესი დანაკლისია ჩვენი ნაკრებისათვის… მათი სრულფასოვანი შეცვლა, თითქმის შეუძლებელია. ძნელი თამაშები გველის. მხილოდ სურვილი და მონდომება ფეხბურთს ვერ იგებს. ვიყოთ რეალისტები!!!
· lasha კარგი იქნებოდა რომ მოგეხერხებინათ თურქეთის შემადგენლობაზე რა გუნდებში თამაშობენ მიგეწერათ
· კახა კობი. ანგარიში თუ გავარტყი პივნოის ხო იკისრებ. თურქებთან 2-0 ვიგებთ. ბულგარეთთან 3-0 ს. თუ გავარტყი ფედერაციაში მოვდივარ. შენ და იაშკა დამხვდით 8 ში.
· რეალისტი ობიექტურები ვიყოთ და თურქეთს დღეს ჩვენზე ძლიერი და ფორმაში მყოფი შემადგენლობა ჰყავს. თუმცა ეს არ ნისნავს, რომ შანსი არ გვაქვს. ალბათ ჯობია კონტრშეტევებზე ვითამაშოთ, ვიდრე გავრისკოთ.თუ თურქები მთელი ძალით შემოგვიტევენ კვარას და ჟორჟს შანსები მიეცემათ და იმედია ახლა იღბალი ჩვენს მხარეს იქნება.
· თემური კალათბურთში: ჩვენ ჯგუფში მე-3 ზე გასული შეხვდება D – ჯგუფის მეორეს, მე-4 ზე გასული D – ჯგუფის პირველს! მოკლედ, ხვალ უნდა მოვიგოთ! უნდა მოვიგოთ კალათბურთშიც და ფეხბურთშიც! წარმატებები ჩვენ ყველას!
· alexandre რომელია ასაკოვანი, ჩაკვეტაძე თუ კიტეიშვილი?! ნაკრები კლუბი არ არის! იქ უნდა ითამაშოს იმან, ვინც საუკეთესოა იმ მომენტში. ასაკს რა მნიშვნელობა აქვს? და მთავარი. ასეთ მნიშვნელოვან თამაშის წინ, რას გრუზავს ბიჭებს? გაამხნევე, გვერდში დაუდექი!
· მწარე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სანიოლი ეგეთ კრეტინობას არ გააკეთებს. ისედაც დასუსტებულ დაცვის ხაზს წინ არ ასწევს და თურქებს სივრცეებს არ გაუხსნის. ზოგს ჰგონია, რომ საკმარისია მწვრთნელმა უთხრას, არიქა დღეს პირველ ნომრად ვთამაშობთო და გუნდიც დაბრდღვნის ყველაფერს. ნუ, თუ სანიოლს თურქები მაყუთს გადაუხდიან და ესეც აიღებს, მაშინაც კი გუნდი უბრალოდ ამას ვერ შეძლებს. ესპანეთთან წაგებული 6-1 მოგენატრებათ. აი, იქ დაიწყეს პირველ ნომრად. ყოველ შემთხვევაში შემადგენლობა იყო სუპერ შემტევი. ჰოდა მივიღეთ სუპერ წაგება. პ.ს. ხალხო პრე რომ დამთავრდეს ცუდია? ამ 2 თამი 4 ქულა რომ ავიღოთ, ძალიან კარგია. ბოლომდე შენარჩუნდება ინტრიგა.
· ხვიჩა მაგარია! მთელი ევროპის ჩემპიონატი მეორე ნომრად არ ვითამაშეთ? და რა მივიღეთ? უთვალავი დარტყმა მამარდას კარში, ზოგჯერ ბურთი ცენტრამდეც ვერ მიგვქონდა და კინკილა მოგება პორტუგალიის მეორე შემადგენლობასთან. არ ჯობია ჩვენ ვურტყათ მოწინააღმდეგის კარში, ვიდრე იმათმა? როდისღა უნდა ვისწავლოთ პირველ ნომრად თამაში, დაბერდნენ ბიჭები. არ არიან და ნუ არიან ჩაკვე და კიტე, სხვები ხომ გვყავს? მეტი სტიმულით ითამაშებენ უფრო, მე ასე მგონია. უბრალოდ უნდა ვენდოთ ახალგაზრდობას, ისინია ჩვენი ფეხბურთის მომავალი და არა ასაკოვნები.
· alexandre დიდი ხანია ასე დაძაბული არ დავლოდებივარ თამაშს. სულ თვალ წინ ესპანეთთან მატჩი მიდგას. კიტეიშვილიიიი!!!….. დიდი იმედი მაქვს, რომ გუნდი უფრო გაიზარდა შარშან ზაფხულის შემდეგ. უფრო გამოცდილია! და შედეგიც იქნება! უფალი მთქვენ მხარეს, ბიჭებო, მთელი საქართველო გვერდში გიდგათ!
· Irakli Apkhaidze ყველაფერს აქვს 2 მხარე. რა თქმა უნდა ძალიან დიდი დანაკლისია 2, შეტევის სულისჩამდგმელი, ნახევარმცველის არყოფნა. მათი ყოფნის შემთხვევაში დიდი ალბათობით თურქებს ბურთს არ მივცემდით და ალაბათ თანაბარი თამაში წავიდოდა, სადაც ორვივე გუნდს თანაბარი შანსი ექნებოდა. შესაძლოა მათმა არყოფნამ, ბოლომდე ჩაგვარაზინოს კარი და კონტრშეტევები გახდეს ჩვენი მთავარი იარაღი და ხსნაც. თუ თურქები გოლს ვერ გაგვიტანენ, რისი ალბათობაც უფრო მაღალია მეორე ნომრად თამაშისას, აუცილებლად აიჭრებიან და ამ დროს უნდა ჩვენი ჩხვლეტა… რა ვიცი, მაგარი ინტრიგა და ნერვებია. წარმატებები ჩვენს ნაკრებს და გულშემატკივარს, მჯერა ჩვენი იქნება მოგება!
მონტელა: საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირება რთულია
კაშია: თურქეთის ნაკრების დამარცხების გვჯერა
სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი
მიქაუტაძის “ვილიარეალმა” დონეცკის “შახტარის” ფეხბურთელი ინათხოვრა
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან – სანიოლის საფიქრალი
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის ცნობილია
სანიოლი: კვარაცხელიასგან საუკეთესო თამაშს ველი
კაშია: თურქეთის ნაკრების დამარცხების გვჯერა
“სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა” – ფრანგი ჟურნალისტი
მონტელა: საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირება რთულია
კვარაცხელიას პირველი და ბოლო – თურქეთამდე ლეგიონერებზე დეტალურად…
“თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა” – რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
“დარწმუნებული ვარ, მამარდაშვილი ამას “ლივერპულშიც” მოახერხებს – სანიოლი ინგლისური გრანდის ოფიციალურ საიტს ესაუბრა
“კვარა” ისევეა, როგორც მე, იდეალურად” – ლუის ენრიკემ ხვიჩას მდგომარეობა შეაფასა
“კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია” – ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
Le Parisien: კვარაცხელიას დაბრუნება და პსჟ როტაციით “ტულუზასთან”
“ტულუზასთან” მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე – პსჟ-მ “ტულუზას” მოუგო
“სიმართლე უნდა ვთქვათ… “მეცთან” ბოლო მატჩში მიქაუტაძეზე ეს მომეჩვენა” – “ლიონის” ყოფილი ფეხბურთელი ქართველის გაყიდვაზე
Geo Team-ი მიქაუტაძის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს – “ვილიარეალი” ფრეს დასჯერდა
ნაკრებს კვერნაძე ემატება, მაგრამ კიტეიშვილი დააკლდა
[VIDEO] “ლიონს” დამძიმებული გულით ვტოვებ – მიქაუტაძემ ფრანგული გუნდის ფანებს მიმართა
უპრეცედენტო შემთხვევა ქართული ფეხბურთის ისტორიაში – რა შეიცვალა მიქაუტაძის “ვილიარეალში” გადასვლის შემდეგ?
[VIDEO] თვისობრივად დიდი ნახტომის განხორციელების საშუალებას მოგვცემს – მიქაუტაძე “ვილიარეალის” ფეხბურთელია
[VIDEO] ნაკრებმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო