საქართველო – Milan Glorie | მატჩისწინა ვარჯიში თამაშის მასპინძელ სტადიონზე

მილანის ლეგენდებთან გასამართი შეხვედრის წინ საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელებიას გუნდმა დასკვნითი ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი მატჩის მასპინძელ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდა.
თბილისშია მილანის ლეგენდების გუნდიც, რომელიც დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტში 20 სექტემბერს საღამოს, ჩარტერული რეისით ჩამოფრინდა. სტუმარი გუნდის რამდენიმე მოთამაშე კი თბილისში დღის განმავლობაში ჩამოვიდა.
საქართველოს და მილანის ლეგენდების შეხვედრა 21 სექტემბერს, 19:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა ონლაინ რეჟიმში TKT.ge-ს საშუალებით არის შესაძლებელი. ბილეთის ფასი – 10, 30 და 50 ლარია. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის
შეძენა შეუძლია. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
საქართველო
გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, გიორგი ნავალოვსკი, კახა ცხადაძე, , ალექსანდრე ამისულაშვილი, დავით კვირკველია, ზურაბ ხიზანიშვილი, ლევან ცქიტიშვილი, გოჩა ჯამარაული, გიორგი დემეტრაძე, ჯანო ანანიძე, ალექსანდრე , ლევან კობიაშვილი, ვლადიმერ ბურდული, გიორგი ქინქლაძე, ალექსანდრე იაშვილი, , დავით სირაძე, ვლადიმერ დვალიშვილი, ლევან მჭედლიძე, ოთარ მარცვალაძე, დავით მუჯირი, გელა ინალიშვილი, არჩილ არველაძე, , მურთაზ შელია, გოგა გახოკიძე, ნიკოლოზ ჩხეიძე, გიორგი ნემსაძე, გიორგი ღუდუშაური, მიხეილ აშვეთია, მალხაზ ასათიანი, ლაშა სალუქვაძე, გიორგი ფოფხაძე.

მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

მილან გლორი
დიდა, ვალერიო ფიორი, მასიმო ოდო, კაფუ, ალესანდრო კოსტაკურტა, ლუკა ანტონინი, როკე ჟუნიორი, კრისტიან პანუჩი, კრისტიან ძაკარდო, მასიმო ამბროზინი, სერჟინიო, ანჯელო კარბონე, რიკარდო მონტოლივიო, კლარენს ზეედორფი, კრისტიან ბროკი, მარკო ბორიელო, რივალდო, კაკა.
მწვრთნელი: იბრაჰიმ ბა
GFF.GE