საქართველო 36-ე ადგილზეა – სად არის ელექტროენერგიის გამომუშავებაში განახლებადი წყაროების წილი ყველაზე მაღალი

საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემა 2023 წლის მდგომარეობით 76%-ით იყო დამოკიდებული განახლებადი ენერგიის წყაროებზე. ამ მაჩვენებლით, საქართველომ მსოფლიოში 36-ე პოზიცია დაიკავა, რადგანაც ქვეყნების უმეტესობაში განახლებადი ენერგიას მთლიან ელექტროგამომუშავებაში გაცილებით ნაკლები წილი უკავია. Energy Institute-ის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს განახლებად წყაროებზე მთლიანი ელექტროენერგიის გამომუშავების 30% მოდიოდა, ხოლო ამ წყაროების წილი 50%-ს მხოლოდ 69 ქვეყანაში აღემატება.