საქართველო 3+3-ის ფორმატში მონაწილეობას არ განიხილავს – მაკა ბოჭორიშვილი

„ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე განაცხადა, რომ საქართველო არ განიხილავს 3+3-ის ფორმატში მონაწილეობას, რადგან ქვეყნის ორი რეგიონი ს მიერაა ოკუპირებული. “ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა მეზობელთან, გარდა რუსეთისა” – თქვა მან.
მაკა ბოჭორიშვილს ფორუმის ერთ-ერთი დისკუსიის მოდერატორმა ჰკითხა, აპირებდა თუ არა საქართველო გადაეხედა გადაწყვეტილებისათვის და შეერთებოდა ამ ფორმატს, რომლის შექმნის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტმა ერდოანმა 2020 წლის დეკემბერში გამოაცხადა. ერდოანის ინიციატივა გულისხმობს თურქეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მონაწილეობით სამხრეთ კავკასიაში „მტკიცე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რეგიონული თანამშრომლობის ახალი პლატფორმის“ (3+3) ჩამოყალიბებას.
საქართველოს ოფიციალური პოზიცია თავიდანვე იყო, რომ არ აპირებდა ამ პლატფორმაში მონაწილეობას.
ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა 2021 წელს მოსკოვში გაიმართა, მეორე – 2023 წელს თეირანში, მესამე კი – თურქეთში.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რამდენჯერმე განაცხადა, რომ 3+3 ფორმატის კარი საქართველოსთვის ღიაა. მოლაპარაკებების ამ ფორმატში საქართველოს ჩართვას თურქეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუც ეცადა.
ანტალიაში მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ მისი საქართველო მზად არის მეზობლებთან თანამშრომლობისთვის და შეიტანოს წვლილი რეგიონულ თანაშმროლობაში, რეგიონულ პროექტებში, მაგრამ ეს არ არის 3+3-ის ფორმატი.
“რუსეთის ფედერაციასთან ჩვენ მხოლოდ ერთი ფორმატი გაგვაჩნია – ეს არის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, სადაც საქართველო და რუსეთი ერთამენთს ელაპარაკებიან კონფლიქტის შესახებ და ამ ფორმატში წარმოდგენილია -ი, გაერო, ეუთო, ევროკავშირი. ძალიან ღირებული ფორმატია ჩვენთვის, რომელიც გვაძლევს შესაძლბელობას, განვიხილოთ კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები” – თქვა მაკა ბოჭორიშვილმა.
წყარო: რადიო თავისუფლება
უკვე მესამე წელია „3+3“ ფორმატია შექმნილი და მასში ამ ეტაპზე 5 არადემოკრატიული, ავტოკრატიული სახელმწიფო მონაწილეობს – რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და ირანი. მეექვსე ქვეყნად საქართველო მოიაზრება.
ქართული პოლიტიკა ახლა საერთაშორისო პროცესებს ელის. ჯერ ისევ უცნობია საქართველოს კატეგორიული პოზიცია ამ ფორმატთან დაკავშირებით. თბილისიდან პასუხები სტანდარტულად დიპლომატიურია.