საქართველო ჯანდაცვის ხარისხით რეგიონის ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა – განახლებული სტატისტიკა

საქართველო ჯანდაცვის ხარისხით რეგიონის ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა, – აღნიშნულის შესახებ ირკვევა Numbeo-ს სტატისტიკიდან.
კერძოდ, 2025 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ხარისხით 99 ქვეყანას შორის 77-ე ადგილზეა. მეზობელ ქვეყნებს შორის, საქართველოს მხოლოდ აზერბაიჯანი ჩამორჩება, რომელიც 90-ე ადგილს იკავებს.
რეგიონში ყველაზე კარგი შედეგი აქვს თურქეთს, რომელიც მსოფლიოს 99 ქვეყანას შორის 27-ე ადგილზეა, მას მოსდევს 57-ე ადგილითა და სომხეთი 61-ე ადგილით.
ამავე კვლევის მიხედვით, შესწავლილ ქვეყნებს შორის ჯანდაცვის ხარისხში ლიდერია ტაივანი, ხოლო ბოლო ადგილს იკავებს სირია.
უფრო კონკრეტულად, იმ ქვეყნების ათეული, სადაც ჯანდაცვის ხარისხი საუკეთესოა, ასე გამოიყურება:
· ტაივანი;
· სამხრეთ კორეა;
· ნიდერლანდები;
· იაპონია;
· ავსტრია;
· ;
· ეკვადორი;
· ფინეთი;
· ესპანეთი;
· ტაილანდი.
ბოლო ადგილებზე მყოფი ქვეყნების ათეული კი ასეთია:
· სირია;
· ვენესუელა;
· ბანგლადეში;
· მონტენეგრო;
· ერაყი;
· მაროკო;
· ეგვიპტე;ალბანეთი;
· ნიგერია;
· აზერბაიჯანი.
Numbeo-ს მონაცემები ეფუძნება მომხმარებლის მონაცემებსა და შეფასებებს. სტატისტიკაში წარმოდგენილი ქვეყნები დალაგებულია შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: სამედიცინო პერსონალის კომპეტენცია, თანამედროვე დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის საჭირო აღჭურვილობის ხელმისაწვდომობა და ხარისხი, ანგარიშების შევსების სიზუსტე და სისრულე, პერსონალის კეთილგანწყობა და თავაზიანობა, ჯანდაცვის დაწესებულებების ადგილმდებარეობის ხელმისაწვდომობა, ლოდინის დრო და სამედიცინო დაწესებულებების რეაგირება და ა.შ.
bpn.ge