საქართველო წყვეტს სპეცტექნიკის და ავტომობილების რეექსპორტს რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებზე – რუსული მედია

რუსული გამოცემა, „ოსური ამბები“ წერს, რომ საქართველომ დახურა “ხვრელი,” რომელსაც , სავარაუდოდ, მესამე ქვეყნების გავლით ტრანზიტისთვის სანქციების გვერდის ავლის მიზნით იყენებდა.
კერძოდ, გამოცემა წერს, რომ არსებობს ინფორმაცია, რომ 15 მაისიდან, საქართველოში აკრძალული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შემოსატანად, ყაზახეთის ან ყირგიზეთის მოქალაქისთვის რეექსპორტის რეგისტრაცია აუცილებელი იქნება.
სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ თავად საქართველო -სა და ევროკავშირის სანქციების ქვეშ არ მოქცეულიყო.
მიზეზად ქართული გამოცემა iFact-ის სტატია სახელდება, რომლის მიხედვითაც, აკრძალულ სპეცტექნიკას, ბულდოზერებს, ექსკავატორებს, გრეიდერებს, ტრაქტორებს, ამწეებსა და თოვლმავლებს იტალიიდან, გერმანიიდან და -დან საქართველოს გავლით იღებს.