საქართველო ძალიან ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია. ევროკავშირში ინტეგრაციას რაც შეეხება, ჩვენ ყველაზე დაბალ წერტილში ვიმყოფებით – ჰერჩინსკი

საქართველო ძალიან ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია. ორი თვეა, ქუჩაში ვხედავთ ხალხს, რომელიც ითხოვს დემოკრატიას, ევროპულ მომავალს. ქართველებზეა დამოკიდებული, როგორ გამოვიდნენ ამ სამწუხარო მდგომარეობიდან, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, მ განაცხადა.
ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირს საქართველოს წარმატება სურს.
„ჩვენ ძალიან გვსურს საქართველოს წარმატება. ჩვენ გადავწყვიტეთ საქართველოსთვის კანდიდატი სტატუსის მინიჭება და ველოდებოდით, საქართველო შეუერთდებოდა სხვა კანდიდატ ქვეყნებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ რაც შეიძლება მალე გამხდარიყო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, მაგრამ 23 დეკემბრიდან, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, საქართველოში ბევრი ნეგატიური მოვლენა მოხდა. ფაქტობრივად, ბოლო რამდენიმე თვეს თუ გადავხედავთ, მდგომარეობა ცუდიდან უარესისკენ მიდის. მე ამას ვამბობ, როგორც ევროკავშირის ელჩი. საქმე ევროინტეგრაციას როცა ეხება, ჩვენ ყველაზე დაბალ შესაძლო წერტილში ვართ. ასე რომ, ქართველებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, როგორ გამოვიდნენ ამ გაღრმავებული პოლიტიკური და სოციალური კრიზისიდან. ქართველების გადასაწყვეტია, როგორ გამოვიდნენ ამ კრიზისიდან. დანამდვილებით რასაც გირჩევდით, არის დიალოგი, რომ ხელისუფლებამ, რომელსაც აქვს დამატებითი პასუხისმგებლობა ამ სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში, დაიწყოს საუბარი ხალხთან, იგნორირება არ გაუკეთონ იმ ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში დგანან და ითხოვენ ევროპულ, დემოკრატიულ მომავალს მათთვის და მათი შვილებისთვის“, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.
1tv.ge