საქართველო-ჩეხეთის მატჩისთვის რესპუბლიკის მოედანზე მონიტორები დამონტაჟდება

საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო მატჩის ყურებას გულშემატკივარი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ ეკრანებზეც შეძლებს.
როგორც თბილისის მერმა მ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ეკრანების მონტაჟს მერია, ტრადიციულად, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად აორგანიზებს.
„ხვალ მნიშვნელოვანი დღეა. საქართველოს ეროვნული ნაკრები ატარებს გასვლით შეხვედრას ჩეხეთში. ეს არის გადამწყვეტი თამაში. მინდა, წარმატებები ვუსურვო ჩვენს ბიჭებს. ყველამ კარგად ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნულ შეხვედრაში მოგება და სამი ქულა. ბევრი ადამიანი ელოდება ხვალინდელ თამაშს. შესაბამისად, როგორც ყველა წინა შეხვედრაზე, ჩვენ, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ვაკეთებთ ორგანიზებას – რესპუბლიკის მოედანზე დაიდგმება ეკრანები, სადაც გულშემატკივარს შეეძლება, თვალი ადევნოს თამაშს და უქომაგოს საქართველოს ნაკრებს. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს. დარწმუნებული ვარ, ხვალ სრულიად საქართველოს გაახარებენ კარგი თამაშით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გედევან ფოფხაძე – საგამოძიებო კომისია არის დაჭერის ფორმალური წინაპირობა, წულუკიანს იარაღის მაგივრად ადამიანებს უდებენ ჯიბეში – უნდა მოვემზადოთ გადამწყვეტი ბრძოლისთვის, მე არათუ ციხისთვის, არამედ ტყვიისთვისაც ვარ მზად

ლევან ცუცქირიძე – ხვალ რომ დანიშნონ ახალი არჩევნები, არ უნდა ვიყოთ მზად? – დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ შემდეგ არჩევნებში, რომელშიც მეტ-ნაკლებად სამართლიანი გარემო იქნება, “ქართული ოცნება” კიდევ უფრო დამაჯერებლად დამარცხდება