საქართველო-ჩეხეთის მატჩის საუკეთესო ქართული ფეხბურთელი 9.7 ქულით მამარდაშვილია

საქართველო-ჩეხეთის მატჩის საუკეთესო ქართული ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილია. Sofascore-ის მონაცემებით საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეს 9.7 ქულა აქვს. მამარდაშვილის შემდეგ ყველაზე მაღალი ქულები გიორგი მიქაუტაძეს და ანზორ მექვაბიშვილს აქვს. Sofascore-მა მათი თამაში 7.3-ით შეაფასა. „ნაპოლის“ თავდამსხმელს, ს 6.6 ქულა აქვს.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში ჩეხეთს შეხვდა, მატჩი ფრედ დაასრულა 1:1 და პლეიოფში გასვლის შანსი შეინარჩუნა. გოლი ჩეხეთის კარში გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
საუკეთესო იყო მამარდაშვილი flashscore.com-ის მონაცემებითაც. პორტალზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეს 8.8 ქულა აქვს. მას მოსდევს 7.5 ქულით მიქაუტაძე და დვალი. ხვიჩა კვარაცხელიას კი 7.2 ქულა აქვს.