საქართველო შეუერთდა ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მე-4 სამიტის დეკლარაციას

საქართველო შეუერთდა ევროპის პოლიტიკური საზოგადოების (EPC) მე-4 სამიტის დეკლარაციას, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში, ბლენჰაიმის სასახლეში შეკრებილმა ლიდერებმა მიიღეს.
დოკუმენტი ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ის მოიცავს რამდენიმე ძირითად მიმართულებას, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ევროპის უსაფრთხოებისთვის, ასევე, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის თვალსაზრისით.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საბოლოო დოკუმენტში ასევე აისახა საფრანგეთისა და მოლდოვის წინადადება უცხოური ჩარევისა და დეზინფორმაციით მანიპულაციის წინააღმდეგ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ქსელის შექმნის შესახებ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამიტის დეკლარაციაში აისახა ქართული მხარის წინადადება შავი და კასპიის ზღვების რეგიონული კავშირების გაძლიერების შესახებ, რომლის ფარგლებში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ჩრდილოეთ და ბალტიის ზღვების რეგიონებში მდებარე ქვეყნები სთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, რუმინეთთან, ბულგარეთსა და თურქეთთან ერთად ჩაატარებენ ტექნიკური დიალოგების სერიას შავი და კასპიის ზღვების რეგიონული ენერგეტიკული კავშირების მხარდასაჭერად.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ამ სამიტის დოკუმენტში აისახა ჩანაწერი კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებით, კერძოდ, გამოიკვეთა საქართველოს განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ რომ ენერგეტიკული დაკავშირებადობის კუთხით და ზოგადად სატრანზიტო ფუნქციის თვალსაზრისით“, — განაცხადა მ.
საქართველოს მთავრობისვე ცნობით, დიალოგების ძირითადი მიზანი იქნება ქვეყნების გამოცდილების, რესურსების, ცოდნისა და ექსპერტიზის პრაქტიკული გზით გაზიარება, რათა შავი და კასპიის ზღვების EPC-ს წევრებმა გადაჭრან რეგიონულ ენერგეტიკულ კავშირებთან დაკავშირებული გამოწვევები და გამოიყენონ თავიანთი ენერგეტიკული პოტენციალი სუფთა ენერგიის წარმოების კუთხით.
ამბობს, რომ გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტის ფარგლებში კოლეგებს გაუზიარა ინფორმაცია 10-მდე მიმდინარე თუ დაგეგმილ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ემსახურება საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში და ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით.
„პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში დასრულდეს ომი. ეს იყო ერთ-ერთი განსახილველი საკითხი. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში უკრაინაში ომი დასრულდება, შესაბამისად, დამშვიდდება რეგიონში ვითარება და ეს ყველაფერი დადებითად აისახება ზოგადად პოლიტიკურ ვითარებაზე ჩვენს რეგიონში და ასევე საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე“, — განაცხადა კობახიძემ.
ევროპის პოლიტიკური საზოგადოება (EPC) არის სამთავრობათაშორისო ფორუმი პოლიტიკური და სტრატეგიული დისკუსიებისთვის ევროპის მომავლის შესახებ, რომელიც შეიქმნა 2022 წელს, უკრაინაში ს შეჭრის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტ ს ინიციატივით.
ევროპის პოლიტიკური საზოგადოების პირველი სამი შეხვედრა ჩეხეთში, მოლდოვასა და ესპანეთში ჩატარდა. მეოთხე სამიტს გაერთიანებულმა სამეფომ ახალი ლეიბორისტული მთავრობის პირობებში უმასპინძლა. სამიტის განსახილველ თემებს შორის იყო უკრაინის მხარდაჭერა, განიხილეს ენერგეტიკის, დაკავშირებადობის, უსაფრთხოების, დემოკრატიისა და მიგრაციის თემები. თავის გახსნით სიტყვაში პრემიერმა კირ სტარმერმა პირობა დადო, რომ აღადგენს ურთიერთობას ევროკავშირთან და ქვეყანა არ გამოვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციიდან. მან ასევე გამოაცხადა 84 მილიონი ფუნტი დაფინანსება აფრიკაში და ახლო აღმოსავლეთში არალეგალური მიგრაციის დასაძლევი პროექტებისთვის.
სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა მ, რომელმაც ევროპის ლიდერებს მოუწოდა, გაერთიანდნენ რუსეთის შესაჩერებლად. EPC-ის სამიტის ფარგლებში, უკრაინამ ხელი მოაწერა თავდაცვისა და უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებებს ჩეხეთთან და სლოვენიასთან.
ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მეოთხე შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 50-მდე სახელმწიფო მონაწილეობდა, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნები, გაერთიანებული სამეფო, უკრაინა, ალბანეთი, ანდორა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო, მოლდოვა, ისლანდია, ლიხტენშტაინი, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, სან მარინო, სერბეთი, შვეიცარია.
გაერთიანებული სამეფო