“საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია” – დღეს ბესიკ ხარანაულის დაბადების დღეა!

დღეს, პოეტისა და მწერლის ბესიკ ხარანაულის დაბადების დღეა.

“ხან ძილი,
ხან ღვიძილია,
ბედი გამოკვანძულია,
საქართველო,
შენი გემი
ევროპისკენ
დაძრულია,
ხალხი გადაღალულია,
ხალხი გადაქანცულია,
საქართველო,
შენი გემი
ევროპისკენ
დაძრულია,
ეშორება ავგულიანს,
ეშორება ავსულიანს,
– ჩასულია?
იკითხავენ,
პასუხობენ,
– ჩასულია!
ეს დღე არის,
ეს ღამეა,
ხან ძილი,
ხან ღვიძილია,
ბედი გამოკვანძულია,
საქართველო,
შენი გემი
ევროპისკენ
დაძრულია!

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შენგელია: დღესაც ხაზგასმით გავიმეორებ – უვარგისი ხმის მიცემის სისტემის გამო, “ევროვიზიის” კონკურსი ყველაზე ბანძ, უსარგებლო, უავტორიტეტო, დისკრედიტირებულ და უსამართლო სატელევიზიო მუსიკალურ კონკურსად იქცა