„საქართველო შეიძლება აღმოჩნდეს სავაჭრო ურთიერთობების გაუარესების, გეოპოლიტიკური იზოლაციისა და ალტერნატიულ ბაზრებზე მზარდი დამოკიდებულების წინაშე“ – ISET სანქციების ეფექტზე

„საქართველო შეიძლება აღმოჩნდეს სავაჭრო ურთიერთობების გაუარესების, გეოპოლიტიკური იზოლაციისა და ალტერნატიულ ბაზრებზე მზარდი დამოკიდებულების წინაშე“ – ISET სანქციების ეფექტზე
„ქართული ოცნების” დამფუძნებლის სთვის დაწესებული სანქციების ეკონომიკური შედეგები, შესაძლოა, საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემაზეც გავრცელდეს როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში, – ამის შესახებ ISET-ის ანგარიშშია აღნიშნული.
„მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებული მიზნობრივი სანქციები მიზნად ისახავს ფართო მოსახლეობისთვის ეკონომიკური ზიანის მინიმიზაციას, მათ მაინც შეუძლიათ საქართველოსთვის მყისიერი ეკონომიკური გამოწვევების შექმნა.
ემპირიული კვლევების მიხედვით, პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ მიმართული სანქციები ხშირად იწვევს ინვესტორთა ნდობის შემცირებას, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ეკონომიკა დიდწილად არის დამოკიდებული პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე (FDI).
ეს მიგნება შესაბამისობაშია მოსაზრებასთან, რომ სანქციებმა შესაძლოა გაზარდოს აღქმული პოლიტიკური და ეკონომიკური რისკები და შეაფერხოს საერთაშორისო ინვესტიციების შემოსვლა. ივანიშვილის აქტივებზე დაწესებულმა სანქციებმა შესაძლოა გარკვეული შეფერხებები გამოიწვიოს საფინანსო სექტორშიც. მიზნობრივი ფინანსური შეზღუდვები ხშირად წარმოშობს ლიკვიდობის პრობლემებს სანქცირებულ პირებთან დაკავშირებულ ბანკებში და ზრდის რეპუტაციულ რისკებს საფინანსო დაწესებულებებისათვის. ქართული ბანკები, რომლებიც ივანიშვილთან არიან ასოცირებულნი, შეიძლება მკაცრი კონტროლის ქვეშ მოექცნენ, რაც გაართულებს საერთაშორისო პარტნიორების მოზიდვასა და მათთან თანამშრომლობას. მსგავსი გამოწვევები დაფიქსირდა სხვა ქვეყნებშიც, სადაც სანქციები კონკრეტულ პირებს შეეხო. გარდა ამისა, ისეთ სექტორებზე, როგორიცაა უძრავი ქონება, ტურიზმი და ინფრასტრუქტურა, სადაც ივანიშვილს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს, შესაძლოა უარყოფითად აისახოს ინვესტორების შემცირებული აქტივობა და გამკაცრებული რეგულაციები. აღნიშნული ამ სექტორების ზრდის ტემპის შენელებაში გადაითარგმნება. კიდევ ერთი მოსალოდნელი შედეგი არის კაპიტალის გადინება. სხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ სანქცირებულ პირებსა და ორგანიზაციებს ხშირად გადააქვთ თავიანთი აქტივები უსაფრთხო იურისდიქციებში, რათა თავიდან აიცილონ დაწესებული შეზღუდვები”, – წერია ISET-ში მომზადებულ ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სანქციები ხშირად გამაფრთხილებელი მექანიზმის როლს ასრულებს. მათი სრული ეფექტები შესაძლოა მყისიერად არ გამოჩნდეს, რადგან ინვესტორები, როგორც წესი, მოლოდინის რეჟიმში იმყოფებიან, აღნიშნულ ზომებს უფრო როგორც საწყის სიგნალს აღიქვამენ და არა როგორც საბოლოო რეაქციას. თუმცა, თუ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია არ გამოსწორდება და სანქციები გამკაცრდება, მათი ეკონომიკური შედეგები უფრო მასშტაბური და საგრძნობი გახდება.
-ის მიერ ბიძინა ივანიშვილზე დაწესებული სანქციები საქართველოსთვის გარდამტეხ მომენტს წარმოადგენს და ქვეყნის ეკონომიკაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ზომები კონკრეტულად ერთ პირს ეხება, მათი ფართო ეკონომიკური შედეგები მოიცავს ინვესტორების ნდობის შემცირებას, ფინანსური სექტორის დესტაბილიზაციასა და კაპიტალის გადინების გაზრდილ რისკს.
გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველო შეიძლება აღმოჩნდეს სავაჭრო ურთიერთობების გაუარესების, გეოპოლიტიკური იზოლაციისა და ალტერნატიულ ბაზრებზე მზარდი დამოკიდებულების წინაშე, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს ქვეყნის ეკონომიკურ მოწყვლადობას”, – წერია ანგარიშში.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) სანქციები ბიძინა ივანიშვილს, მილიარდერს და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს დეკემბერში დაუწესა.