საქართველო ყველაზე მეტ სასურსათო პროდუქტს რუსეთიდან ყიდულობს, მეორე ადგილზე თურქეთია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში სურსათის პროდუქტების, სასურსათო ნედლეულის, ასევე უალკოჰოლო და ალკოჰოლიანი სასმელების იმპორტმა რეკორდულ 2.2 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 20%-ით, ანუ 378 მილიონი დოლარით არის გაზრდილი. ამის შესახებ ინფორმაციას BM.ge ავრცელებს.

ქვეყნების მიხედვით, საქართველო ყველაზე მეტ სასურსათო პროდუქტს რუსეთიდან ყიდულობს – რაც ჯამურად 539 მილიონ დოლარს შეადგენდა, სადაც მარცვლეული პირველ პოზიციას იკავებდა. მეორე ადგილს იკავებს თურქეთი 242 მილიონი დოლარით, მესამეზე კი უკრაინაა 139 მილიონით.

კონკრეტული ჯგუფებიდან ყველაზე დიდი მოცულობის (238 მილიონი დოლარის) იმპორტი საქართველოს ხორცის პროდუქტების მიმართულებით ჰქონდა, მეორე ადგილზე რძის პროდუქციაა.

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ადგილობრივი წარმოების მიმართულებით ყველაზე დიდი დეფიციტი სწორედ ხორცის და რძის პროდუქტების მხრივ აქვს, შესაბამისად ამ საქონლის იმპორტი ყველაზე მაღალია.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – დენის ფასის ზრდაში სერიოზული წილი აქვს ბიტკოინების მაინინგის საწარმოებისთვის გამოყოფილ უფასო ენერგეტიკას – სულ უფრო და უფრო იზრდება ქვეყნის დამოკიდებულება რუსულ იმპორტზე

თენგო თევზაძე – აშშ-ს კავკასიაში სჭირდება სიმყარე, ივანიშვილმა კი დაიკავა ირანის, ტერორისტების მხარე – აშშ-ს წარმომადგენელი იყო ჩამოსული, გუშინ სანქციები გაგრძელდა, დღეს რუბიოს ზარი შედგა – „ქართული ოცნებისთვის“ ეს იყო ცუდი ზარი, ხაფანგში გაება