„საქართველო ყალიბდება ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად“ – Freedom House

Freedom House-ის 2024 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველო ყალიბდება ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად. კვლევაში შეფასებულია ცენტრალური ევროპიდან ცენტრალურ აზიამდე სახელმწიფოების დემოკრატიის დონე, სადაც საქართველო უნგრეთთან და სერბეთთან ერთად ხვდება ავტოკრატიისკენ მიმავალ სახელმწიფოთა ჯგუფში.
„ავტორიტარიზმისკენ მიმავალი ჰიბრიდული სახელმწიფოები, როგორიცაა უნგრეთი, სერბეთი და ნაკლები მასშტაბით საქართველო, ანგარიშის მეთოდოლოგიით ყალიბდებიან ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმებად.
საკვანძო ინსტიტუციები, დაწყებული მედიითა და დამთავრებული სასამართლოთი, გასცდნენ ჰიბრიდული რეჟიმების კლასიკური დეფინიციის პოლიტიზების ფარგლებს და ამჟამად მმართველი პარტიის ეფექტური კონტროლის ქვეშ არიან და მათი გამოყენება მიკერძოებულად ან პერსონალური სარგებლისთვის ხდება,“ – აღნიშნულია ანგარიშში.

ასევე დაგაინტერესებთ