საქართველო ღირსეულად წარსდგა ევროპის ჩემპიონატზე – პორტუგალიასთან გამარჯვების შანსიც გვრჩება

საქართველო ღირსეულად წარსდგა ევროპის ჩემპიონატზე – პორტუგალიასთან გამარჯვების შანსიც გვრჩება
„ცივი გონებით რომ შევაფასოთ, ნამდვილად არავისთვის იქნებოდა გასაკვირი საქართველოს ნაკრებს ჩეხეთთან შეხვედრისას რომ გაემარჯვა, მიუხედავად იმ მომენტებისა და უპირატესობებისა, რაც ჩეხებს ჰქონდათ.“- ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ღირსეულად წარსდგა ევროპის ჩემპიონატზე და ნაკრებს პორტუგალიასთან გამარჯვების შანსიც რჩება.
„ფეხბურთელის პროფესიიდან გამომდინარე ჩვენი ნაკრების მატჩების შეფასებას ყოველთვის ცივი გონებით ვცდილობ. პირველი თამაში თურქეთთან, დებიუტანტის კვალობაზე, საქართველოს ნაკრებმა საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა. ეს თამაში რომ არ უნდა წაგვეგო, ამას ყველა სპეციალისტი აღნიშნავდა. იყო იმ თამი მომენტები, რომლის რეალიზების შემთხვევაში, სულ ცოტა, ფრეს მივაღწევდით.
თუმცა, მართლაც აღსანიშნავია, რომ დებიუტანტის კვალობაზე ყველა გააკვირვეს და საქართველო ღირსეულად წარსდგა ევროპის ჩემპიონატზე. მადლობა გუნდს, რომ პირველი შეხვედრა ასეთ მაღალ დონეზე ჩაატარა. რაც შეეხება ჩეხეთთან შეხვედრას, სპეციალისტები აღნიშნავდნენ და მეც მათ რიგში ვიყავი, რომ ეს მატჩი ურთულესი იქნებოდა. ჩეხეთის ნაკრები ძალიან დისციპლინირებული და ტაქტიკურია, რომელიც მკაცრი დაცვით გამოირჩევა. რადგან ორივე გუნდს გვჭირდებოდა გამარჯვება, ჩეხებმაც შეცვალეს ტაქტიკა და უფრო შემტევი ფეხბურთი ითამაშეს ჩვენთან, ვიდრე – პორტუგალიასთან. მთელი მსოფლიო აღნიშნავდა ჩვენი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მაღალი დონის თამაშს. თუმცა, ცივი გონებით რომ შევაფასოთ, ნამდვილად არავისთვის იქნებოდა გასაკვირი ამ შეხვედრისას რომ გაგვემარჯვა, მიუხედავად იმ მომენტებისა და უპირატესობებისა, რაც ჩეხებს ჰქონდათ. საბოლოო ჯამში, ფრე ლოგიკური შედეგია და რაც მთავარია, პორტუგალიასთან გამარჯვების შანსიც გვრჩება.“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
Previous: სულ უფრო ცხადი ხდება, რომ თითქოსდა „ლოკალური“ რუსეთ-უკრაინის ომი სინამდვილეში -ჩინეთის „პროქსი-ომს“ წარმოადგენს, სადაც ჩინეთი იყენებს რუსეთს, ხოლო აშშ −

ასევე დაგაინტერესებთ

ვისაც სჯერა რომ გეკა გელაძე ან მამუკა მდინარაძე პირადი შურისძიების გამო ვინმეს დაიჭერს უვიცია ან ხელოვნური პოლიტიკური დაკვეთით წერს ასეთ სისულელეს. კანონის მოთხოვნათა არ დაცვა, ჩადენილი ქმედების სიმძიმის გათვალისწინებით არის დასჯადი

მანჩო გიორგობიანმა დანაშაულის შემდეგ წინასწარ დაწერა ზღაპარი ფეისბუქზე, ფეიკ ალიბი, როცა მიხვდა რომ დაიჭერდნენ მომხდარის გამო, რათა შემდეგ ემტკიცებინა, რომ შს მინისტრის ლანძღვის გამო დაიჭირეს და არა დანაშაულის

კანონის წინაშე ყველა თანასწორია, იქნება ეს საჯარო ფიგურა თუ რიგითი მოქალაქე – როცა ადამიანი არღვევს კანონებს, ვალდებულია აგოს პასუხი და ვერავითარი პოლიტიკური სპეკულაცია ვერ გადაარჩენს

თუ ვინმეს აქვს ოპოზიციაში იმის ილუზია, რომ საქართველოსთვის ეპოქალურ, 7 მილიარდიან ინვესტიციას იაფი პროპაგანდით ჩააგდებს და შემდეგ ვიგინდარა ვარლამ გოლეთიანივით შერჩება ეს ავანტიურა – ძალიან ცდება!