დღეს, ევრობასკეტის მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრები ფინეთს დაუპირისპირდება და ნახევარფინალში გასვლას შეეცდება.
მეტოქე ზედმეტად ოპტიმისტურად არ არის განწყობილი. მათი კალათბურთის ფედერაციის საიტი წერს, რომ ფინეთი და საქართველო ერთად 20 წლის წინ ევროპის მეორე დივიზიონში ასპარეზობდნენ, ახლა დიდ წარმატებას მიაღწიეს, მათ სენსაციურად სერბეთს სძლიეს, ქართველებმა კი ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს და ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორ საფრანგეთს.
ფინელები იმედს გამოთქვამენ, რომ „მგლები“ (გუნდის ზედმეტსახელია) გამარჯვების მოპოვებას შეძლებენ.
ფინელთა ერთ-ერთი ლიდერი, 34 წლის სასუ სალინი, რომელიც გიორგი შერმადინის თანაკლუბელი იყო, თანამემუმულეებს მხარდასაჭერად ლატვიაში ჩასვლისაკენ მოუწოდებს:
„იმის გასაგებად, რასაც მივაღწიეთ, გარკვეული პერიოდი დამჭირდა. გარკვეულწილად ეს სხვადასხვა სტილის გუნდების შეხვედრა იქნება. საქართველო გაბარიტული გუნდია, ნელ ტემპში თამაში ურჩევნია, მისი კალათბურთელები ფიზიკურად ძლიერები არიან, ჩვენ, ცხადია, სწრაფად შეტევას ვცდილობთ. ისევ ჭკვიანურად მოქმედება, ერთმანეთის თანადგომა და ბურთის კალათში კარგად სროლა გვმართებს.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ჰელსინკიდან რიგამდე ჩაფრენას ერთი საათი სჭირდება, ხოლო ტალინიდან მანქანით ჩასვლას დაახლოებით ხუთი საათი, ეს ჩვენი გულშემატკივრებისთვის სავსებით შესაძლებელია. აქტიურად გვიქომაგეს სერბეთთან, ეს შესანიშნავი იყო, იმედი მაქვს, „რიგა არენაზე“ ჩვენთვის საშინაო ატმოსფერო კიდევ უფრო მეტად იქნება და ჩვენი გმირობა ამით არ დასრულდება“.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ჩვენი გუნდის მხარდასაჭერად რიგაში კიდევ ერთი სუბსიდირებული რეისი დანიშნა. ევროპირველობაზე წარმატებულად ასპარეზობისათვის საქართველოს ნაკრები მთავრობისგან 3 მილიონ ლარს, ხოლო ყოველი მომდევნო გამარჯვებისთვის ამდენივეს მიიღებს.
საქართველოს დ ფინეთის ნაკრებები ერთმანეთს პირველად 2004 წელს დაუპირისპირდნენ, ჯამში 9 მატჩიდან 5 მოვუგეთ, მათ შორის ევრობასკეტ 2025-ის შესარჩევ ტურნირზე ორივე.
“ჩვენ დავბრუნდებით” – ფრანგების მწვრთნელმა საქართველოსთან მარცხის მიზეზი განმარტა
“წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო” – რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
[VIDEO] მარკანენის შოუ ტამპერეში – ლაურიმ დიდ ბრიტანეთს 23 წუთში 43 ქულა ჩაუგდო
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
“წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო” – რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია – სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
“ჩვენ დავბრუნდებით” – ფრანგების მწვრთნელმა საქართველოსთან მარცხის მიზეზი განმარტა
