საქართველო – ფარერების საფეხბურთო მატჩის გამო, „დინამო არენას“ მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საქართველო – ფარერების საფეხბურთო მატჩის გამო, „დინამო არენას“ მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საქართველოსა და ფარერების ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური მატჩის გამო, 5 ივნისს, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, როგორც საავტომობილო, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება – ამის შესახებ განცხადება თბილისის მერიამ გაავრცელა.
„16:00-დან 00:00 საათამდე მოძრაობა აიკრძალება გიორგი ცაბაძის, დიმიტრი ყიფიანისა და მეტრეველის ქუჩებზე, ასევე აკაკი წერეთლის გამზირზე.
გადაადგილება შესაძლებელი იქნება თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩების, თამარ მეფის გამზირის, ასევე, არჩილ ქურდიანის, შოთა იამანიძისა და მურმან ლებანიძის ქუჩების საშუალებით“ – ნათქვამია განცხადებაში.