საქართველო უნდა მოუფრთხილდეს, რასაც ევროკავშირთან მიაღწია – კნუტ აბრაჰამი

“საქართველო უნდა მოუფრთხილდეს, რასაც ევროკავშირთან მიაღწია – წინააღმდეგ შემთხვევაში, უკან დაბრუნება არც ისეთი იოლი იქნება“ , – ამის შესახებ ბუნდესტაგის წევრმა “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან”, კნუტ აბრაჰამმა “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში განაცხადა.
10 ან 15 წლის წინ მთავარი შეკითხვა ის იყო, არის თუ არა საქართველო ევროპის სრულფასოვანი ნაწილი. ამ შეკითხვას ევროკომისიამ და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ნათლად, გეოპოლიტიკურად უპასუხეს, რომ კი, ასეა, როცა საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა გახდა. ეს ადვილი არ ყოფილა, რადგან რეალური პოლიტიკური ნებაა საჭირო იმის დასანახად, რომ შავი ზღვის აქეთ მხარესაც ევროპაა. ეს ერთი ნაწილია. მეორე ნაწილი კი ისაა, რომ, რა თქმა უნდა, ვაკვირდებით მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს საპარლამენტო არჩევნების წინ და რასაც ჩვენ ვშვრებით, რისთვისაც კარგია ის კონფერენცია, რომელსაც ვესწრები, ისაა, რომ შევინარჩუნოთ, რასაც ბოლო 20 წელიწადში მივაღწიეთ და საფრთხე არ შევუქმნათ ამას. პირველ ყოვლისა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ ეს სამართლიანად და თავისუფლად ჩატარდეს. როგორც დემოკრატებმა, უნდა მივიღოთ ნებისმიერი შედეგი იმ პირობით, რომ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იქნება. საგარეო და ევროპული პოლიტიკის თვალსაზრისით კი ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა შევინარჩუნოთ, რასაც მოვაღწიეთ. რადგან გულახდილად უნდა ვთქვათ – თუ ამ პროცესში ზედმეტი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება, ძალიან გაძნელდება იმავეს მიღწევა. მოლაპარაკებების გახსნა და ევროკავშირის გაფართოება უდავიდარაბო საკითხი სულაც არაა. ამდენად, საქართველომ და პარტნიორებმა უნდა დააფასონ, რასაც მიაღწიეს“,- განაცხადა აბრაჰამმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ