“საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ” –

“საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ” –
“საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ”

ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ისაუბრა.

“დაიმახსოვრეთ, თქვენ მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება! მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც, დამოუკიდებელ ქვეყანაში, თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც.

მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო! მივესალმები ჩვენი თავისუფლებისმოყვარე ერის ღირსეულ შვილებს! ყველას მინდა მოგილოცოთ ბზობა და წინასწარ მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. საქართველომ 33 წლის წინ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. თუმცა, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, მერაბ კოსტავა გვაფრთხილებდა: „დაიმახსოვრეთ, თქვენ მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება! მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც, დამოუკიდებელ ქვეყანაში, თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც“. მერაბ კოსტავას ეს შეგონება თითოეულ ფეხის ნაბიჯზე კარგად უნდა გვახსოვდეს. საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ!”

განაცხადა ივანიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძემ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის შაიხა ნასერ ალ ნოვაისის სამძიმრის წერილი მიიღო