საქართველო უმნიშვნელოვანეს გეოგრაფიულ არეალშია და ეს იყო ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, რომ დავაკავშიროთ ევროპა და აზია, ვიყოთ ქვეყანა, რომელიც ამ კავშირის ძლიერი ხიდია – ილია დარჩიაშვილი

ევრაზიის ახალი გარიჟრაჟი – ასეთი სახელწოდება აქვს დავოსში დღეს დაგეგმილ პანელურ დისკუსიას, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას. მთავარი აქცენტი შუა დერეფნის მნიშვნელობაზე გაკეთდება.
დისკუსიის თემაა, როგორ შეუძლიათ ეკონომიკებს მოიზიდონ საჯარო და კერძო კაპიტალი, რომელიც რეგიონის დაკავშირებადობის ახალ დღის წესრიგს რეალობად აქცევს.
იყო ერთ-ერთი მთავარი სპიკერი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გუშინ გამართულ კიდევ ერთ დისკუსიაზე. განხილვის თემა ადამიანის სისხლსა და ჰაერში ტყვიის შემცველობის პრობლემები იყო.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, არ დაიშურებენ ძალისხმევას იმისთვის, რომ საქართველო იყოს სანდო პარტნიორი და ხიდი ორ კონტინენტს შორის.
“პანელური დისკუსია, რომელშიც პრემიერი მიიღებს მონაწილეობას, ფოკუსირებული იქნება რეგიონულ თემატიკაზე – როგორ უნდა მოხდეს ევროპისა და აზიის დაკავშირება. საქართველო უმნიშვნელოვანეს გეოგრაფიულ არეალშია და ეს იყო ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, რომ დავაკავშიროთ ევროპა და აზია, ვიყოთ ქვეყანა, რომელიც ამ კავშირის ძლიერი ხიდია და ესეც არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მატარებელი ქვეყანა, იყოს ეფექტური, შედეგიანი იმისთვის, რომ ეს კავშირები განვითარდეს. ვსაუბრობდით შუა კორიდორის მნიშვნელობაზე, შუა კორიდორის განვითარებაზე, ესეც არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ საქართველო ერთის მხრივ, იყოს სანდო პარტნიორი, როგორც აქამდე და მეორეს მხრივ, ხიდი და კავშირი ორ კონტინენტს შორის”, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტყემალაძე: როდესაც საუბარია იმაზე, რომ დსთ-ს წევრი ქვეყანა, რომელიც აბსოლუტურად ყველა მიმართულებით არის შენს უკან, ის არის პროევროპული და შენ თითქოს გარკვეული პრობლემები გაქვს, რა თქმა უნდა, ეს არის ორმაგი სტანდარტი

ზაალ ანჯაფარიძე: დაიწყო მეორე “განყოფილება” სპექტაკლის – “გაგვიყალბეს” IRI-თ მთავარ როლში. ჯერ არჩევნებამდე რადიკალი ახალგაზრდების ტრენინგები და ბანაკები დააფინანსა, ახლა კი გადაწყვიტა ეუთო/ოდირის როლი აიღოს და არჩევნების გაყალბებაზე აყეფდა

ვინ არის Washington Examiner-ში გამოქვეყნებული კრიტიკული სტატიის ავტორი- ირკვევა, რომ ტომ როგანის, როგორც ავტორის და სპიკერის მომსახურება გარკვეული საფასურის სანაცვლოდ ყველასთვის ხელმისაწვდომია