ველოდებით მოთხოვნის ზრდას და ფასების 5%-მდე მატებას – ასეთია „ბიოგრაფი ლივინგის“ აღმასრულებელი დირექტორის ვასილ ფხაკაძის შეფასება საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის მოლოდინებზე ახლო აღმოსავლეთის კრიზისის შემდეგ.როგორც ვასილ ფხაკაძე BMG-სთან განმარტავს, გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე, საქართველო უსაფრთხო და პროგნოზირებად ბაზრად აღიქმება.„ინტერესი უცხოელი მყიდველების მხრიდან სტაბილურად შენარჩუნებულია. ამ ეტაპზე ახლო აღმოსავლეთიდან მკვეთრი ზრდა პირდაპირ არ ფიქსირდება, თუმცა გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე საქართველო სულ უფრო მეტად აღიქმება, როგორც უსაფრთხო და პროგნოზირებადი ბაზარი. ვფიქრობთ, ეს ტენდენცია უახლოეს პერიოდში, მოთხოვნის ზრდაში გადაიზრდება.ფასები უკვე სტაბილურ ზრდად ტრენდშია. გაზრდილი მოთხოვნა ამ დინამიკას კიდევ უფრო გააძლიერებს, თუმცა ველოდებით ზომიერ ზრდას – დაახლოებით 5%-ის ფარგლებში, რაც ბაზრის ჯანსაღ განვითარებაზე მიუთითებს“ – განმარტავს ვასილ ფხაკაძე.მისივე შეფასებით, მთავარი მიზეზი, რის გამოც ინვესტორები „ბიოგრაფი ლივინგის“ პროექტებს ირჩევენ, მაღალი ამონაგები, სტაბილური გარემო და მზარდი ბაზარია.„ამას ემატება ჩვენი პროექტების ხარისხი, სწორი ლოკაციები და პროფესიონალური მართვა, რაც ინვესტორს აძლევს დამატებით უსაფრთხოებას და ნდობას.ჩვენ ვთავაზობთ როგორც კაპიტალის ზრდაზე ორიენტირებულ მოდელებს – ბინის შეძენა და გადაყიდვა, ისე სტაბილურ ქირით შემოსავალზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს. მთავარი მიზანია ინვესტორს მივცეთ როგორც დაცვა, ასევე პროგნოზირებადი ამონაგები“ – განმარტავს ვასილ ფხაკაძე BMG-სთან.წყარო: Bm.ge
