საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები „ერთა ლიგის“ „პლეი ოფის“ პირველ შეხვედრას სტუმრად სომხეთის ეროვნულ ნაკრებთან მართავს.
მატჩი ერევანში, ვაჟგენ სარქისიანის რესპუბლიკურ სტადიონზე მიმდინარეობს.
დღევანდელ შეხვედრაში საქართველოს გუნდის ძირითადი შემადგენლობა ასეთია: მამარდაშვილი, კაკაბაძე, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, აზაროვი, კვეკვესკირი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, დავითაშვილი, ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე.
როგორც ცნობილია, “ერთა ლიგის” B დივიზიონის მომავალი მონაწილე საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების ორრაუნდიან დაპირისპირებაში გაირკვევა. მეორე შეხვედრა საქართველო-სომხეთის ნაკრებებს შორის თბილისში, 23 მარტს გაიმართება.
