საქართველო-სომხეთის მატჩის წინ ფაშინიანი თბილისში ჩამოვიდა

საქართველო-სომხეთის საფეხბურთო ნაკრებების განმეორებითი მატჩის წინ, 23 მარტს, თბილისს ეწვია სომხეთის პრემიერ-მინისტრი .
მას „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური, ირაკლი მასპინძლობს.
კობახიძის ცნობით, ფაშინიანი თბილისში მატჩზე დასასწრებად ჩამოვიდა. ორივე მათგანი დაესწრება შეხვედრას – ერთა ლიგის პლეიოფის მეორე შეხვედრას „დინამო არენაზე“.
პირისპირ შეხვედრაზე კი, კობახიძის ადმინისტრაციის ცნობით, „მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას“.
„აღინიშნა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის განსაკუთრებული მნიშვნელობა და ერთობლივი ძალისხმევის როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში“, – იუწყება ადმინისტრაცია.
3 დღის წინ, 20 მარტს, როდესაც სომხეთის ნაკრებმა ერევანში უმასპინძლა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს, კობახიძეც ეწვია ერევანს, – წელს უკვე მეორედ.
პოლიტიკოსები დაესწრნენ მატჩს, რომელიც საქართველოს გამარჯვებით, ანგარიშით 0:3 დასრულდა.
წყარო: რადიო თავისუფლება